ეს, სპეცეფექტებით გაჯერებული, ფანტასტიკის ჟანრის ფილმიდან აღებული სცენა არ გეგონოთ. მწვანე სხივი და წითელი მთვარის დისკო სრულიად რეალურია, ისინი 2014 წლის 15 აპრილის დილას გადაიღეს. რა თქმა უნდა, მთვარის მოწითალო ელფერი ადვილი ასახსნელია, რადგან ის სრული დაბნელებისას არის აღბეჭდილი, რომელიც წინა კვირას მოხდა. დედამიწის ჩრდილში ჩაძირული მთვარე ყველა დაისსა და აისს აირეკლავს, რომელბიც დედამიწის დისკოს კიდეებზე დაიმზირება, მთვარიდან კი ჩანს როგორც ბნელი სილუეტი. ლაზერის მწვანე სხივს, რომელიც აპაჩ-პოინთის 3,5 მეტრიანი ტელესკოპიდან გაუშვეს, დედამიწის ატმოსფერო განაბნევს. ლაზერის სამიზნე, ასტრონავტების მიერ 1971 წელს დატოვებული ”აპოლო-15”-ის ამრეკლია. არეკლილი სხივის დაყოვნების მიხედვით, კალიფორნიის უნივერსიტეტის ექსპერიმენტატორები, დედამიწიდან მთვარემდე მანძილს მილიმეტრული სიზუსტით ზომავენ და ფარდობითობის ზოგად თეორიასაც ამოწმებენ – აინშტაინის გრვიტაციულ თეორიას. ლაზერის სხივით მანძილის გაზომვა მთვარემდე, ამ უკანასკნელის სრული დაბნელიბისას არის ხელსაყრელი, რადგან დედამიწის ჩრდილი მზის სინათლის კოსმოსურ გამომრთველად შეიძლება გამოვიყენოთ. როცა პირდაპირი მზიური სინათლე დედამიწის მიერ არის ბლოკირებული, არეკლილი სხივი გაცილებით მკაფიოდ ჩანს, ვიდრე ჩვეულებრივი მთვარის ფონზე. ამ ეფექტს მთვარის წყევლას უწოდებენ.
წითელი მთვარე და მწვანე სხივი
Posted by