რატომ არა გვაქვს კოსმოსური ლიფტი?

 სამეცნიერო-ფანტასტიკური ჟანრის მწერალმა არტურ კლარკმა, ავტორმა ცნობილი რომანისა „სამოთხის შადრევნები“, საზოგადოებასა და სამეცნიერო მოღვაწეებს წარუდგინა იდეა – “კოსმოსური ლიფტების“ შესახებ. იდეის ფუნდამენტური პრინციპი კი ასეთია: კოსმოსური ლიფტისთვის საჭიროა ძლიერი კაბელი, რომლის ერთი ბოლო დედამიწზე იქნება დამაგრებული, ხოლო მეორე ბოლო დედამიწის ორბიტაზე ისე, რომ დედამიწასა და ორბიტას შორის ბალანსი არ დაირღვეს.
კოსმოსური ლიფტები ძალიან კარგი საშუალებაა ორბიტაზე ადამიანების გასვლისა და ასევე სხვა მატერიალური საშუალებების გასაგზავნად, რისთვისაც ყოველწლიურად რაკეტამატარებლების აგებისთვის მილიონობით დოლარი იხარჯება. ეს იდეა კი იაფი და ძალიან მარტივი საშუალება იქნება კოსმოსთან დასაკავშირებლად. იდეის ავტორს მეცნიერება ასე პასუხობს: იდეა მართალია ცოტა ფანტასტიკურად ჟღერს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეცნიერები ამ თემაზე არ მუშაობენ. მსგავსი იდეა იმ კატეგორიების იდეებს მიეკუთვნება, რომლებიც ჯერჯერობითაა განუხორციელებელი.  პრობლემა, რომლის გამოც მისი აგება ვერ მოხერხდება, ძლიერი მასალის არ არსებობის საკითხია, მის შექმნაზე მეცნიერები ბევრს მუშაობენ. დამაკავშირებელი კაბელი საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს იმისთვის, რომ გაუძლოს როგორც ზედა ასევე ქვედა მხარეს მოძრავ საშუალებას. კაბელი ფოლადზე ძლიერი ნანომეტერული უძლიერესი საშუალებით შეიძლება შეიქმნას, მაგრამ აქ სხვა პრობლემა იჩენს თავს, ერთია შექმნა მსგავსი სიგრძისა და სიძლიერის კაბელი და მეორე თუ როგორ გაამაგრებ მას, ერთმანეთთან მიერთების პროცესში მსგავს სიმაღლეზე. მეცნიერებისთვის ეს ჯერჯერობით ამოუხსნელი თავსატეხია, თუმცა არა შეუძლებელი.
ავტორი: თეო ჯაფარიძე.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.