პრეზიდენტმა ტრამპმა, NASA–ს 2017 წლის ავტორიზაციის კანონპროექტს ხელი მოაწერა

 პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, NASA–ს 2017 წლის ავტორიზაციის კანონპროექტს მოაწერა ხელი, რითაც სააგენტოს მიმდინარე საფინანსო წლისთვის 19,5 მილიარდი ა.შ.შ. დოლარი დაუმტკიცდა (space.com).

 NASA–ს ავტორიზაციის კანონპროექტი – S.442, პირველია (2010 წლიდან), რომელმაც პრეზიდენტის სამაგიდო დოკუმენტებიდან კანონის რანგში გადაინაცვლა. ტრამპმა კანონპროექტს ხელი 21 მარტს, ოვალურ ოფისში მოაწერა. ცერემონიას ესწრებოდნენ NASA–ს ასტრონავტი თრეისი ქოლდუელ დაისონი და ქრის ქესიდი, რომლებმაც პრეზიდენტს NASA–ს მფრინავთა რაზმის მეთაურის ფორმა გადასცეს.

ხელმოწერის შემდეგ, ვიცე–პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა, რომ თეთრი სახლი თავიდან ჩამოაყალიბებს ეროვნულ კოსმოსურ საბჭოს – will re-establish a National Space Council. საპრეზიდენტო კოსმოსური საბჭო პირველად 1958 წელს პრეზიდენტ დუაით ეიზენჰაუერის ადმინისტრაციასთან ჩამოყალიბდა და 1973 წელს დაიშალა. ახალი საბჭო კვლავ ჩამოყალიბდა, 1989 წელს პრეზიდენტ ბუშის (უფროსი) ადმინისტრაციასთან და 1993 წელს კვლავ გაუქმდა. საბჭოს მიზანი კოსმოსურ საკითხებთან დაკავშირებით პრეზიდენტისთვის რჩევების მიცემაა, თუმცა ის ხშირად გამხდარა კოსმოსური ფრენების კანონმდებლობის ექსპერტების კრიტიკის ობიექტი. საბჭოს თავმჯდომარედ პენსი იქნა არჩეული; მან განაცხადა, რომ წევრები, როგორც NASA–დან, ასევე – კერძო სექტორიდანაც იქნებიან შერჩეული (Presidential Visions for NASA Throughout History).

 კანონპროექტის ავტორიზაციას ესწრებოდნენ კონგრესის წევრებიც, ფლორიდის სენატორები მარკო რუბიო და ბილ ნელსონი, NASA–ს კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრის სახელით; ტექსასელი სენატორი ტედ კრუზი ჰიუსტონიდან, NASA–ს ჯონსონის კოსმოსური ფრენების ცენტრის სახელით და ამავე ცენტრის წარმომადგენელი ლამარ სმითი, თეთრი სახლის მეცნიერების, კოსმოსისა და ტექნოლოგიების კომიტეტის თავმჯდომარე.

 “ამ კანონმდებლობით ჩვენ მხარს ვუჭერთ NASA–ს მეცნიერებს, ინჟინრებს, ასტრონავტებს და მათ სწრაფვას აღმოჩენებისადმი. ეს კანონპროექტი NASA–ს უმნიშვნელოვანესი და ეფექტური პროგრამების განხორციელებას შეუწყობს ხელს. NASA–მ უნდა განაგრძოს გადასვლა კომერციულ სექტორში, სადაც უდიდესი პროგრესის მოწმენი გავხდით; დიდი ხანია ამერიკის მიწიდან ასტრონავტები კოსმოსში არ გასულან”. – განაცხადა ტრამპმა ცერემონიის დროს.

 ახალი კანონმდებლობის ფარგლებში, ფინანსური მხარდაჭერა მიიღო NASA–ს ახალმა, მძიმე წევადობის ხომალდის – SLS (Space Launch System) პროექტმა, და პილოტირებული ფრენებისთვის განკუთვნილმა კაფსულამ – “Orion”, რომლითაც თავის დროზე ასტრონავტები მთვარისკენ გაფრინდნენ. ახლა ის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურისკენ განხორციელებული კომერციული რეისებისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული ferry humans to the International Space Station.

 კანონმდებლობაში შევიდა პენსიაზე გასული ასტრონავტების ჯანმრთელობის გარანტირებული დაზღვევა სიცოცხლის ბოლომდე, რაც დიდი ხნის განმავლობაში დისკუსიების საგანს წარმოადგენდა. დამატებით, ეს პროგრამა NASA–ს კოსმოსური გარემოს ადამიანის ჯანმრთელობაზე ზეგავლენის მონიტორინგშიც დაეხმარება.

 NASA გააგრძელებს მუშაობას ასტრონავტების მარსზე გაგზავნის მიმართულებით: “მოქმედ კანონმდებლობაში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც NASA–ს ოფიციალურ მიზნებსა და ამოცანებს დაემატა მარსზე საკაცობრიო მისიის და შორეული კოსმოსური ფრენების განხორციელება” – განაცხადა სენატორმა კრუზმა.

 “ახალი კანონი ორმაგ პასუხისმგებლობას გვანიჭებს. კომერციული კომპანიები საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე დაფრინავენ, NASA ღრმა კოსმოსს იკვლევს, და ახლა მარსზეც მივდივართ” – აღნიშნა ნელსონმა.

 NASA–ს მოქმედმა ადმინისტრატორმა, რობერტ ლაითფუტმა, ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, სააგენტოს ვებ–გვერდზე განცხადება გამოაქვეყნა:

 “მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ტრამპს 2017 წლის ფინანსური წლისათვის ეროვნული აერონავტიკისა და კოსმოსური სააგენტოსთვის შემუშავებული კანონპროექტის დამტკიცებისთვის, ასევე – ორპარტიულ კონგრესს, რომელიც გულისყურით მოეკიდა NASA–ს აწმყოსა და მომავალს; ყველაზე დიდი მადლობა ამერიკელ ხალხს იმ ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ისინი ათწლეულების განმავლობაში გამოხატავენ და რამაც ჩვენი ერის აერონავტიკისა და კოსმოსური პროგრამების წარმატება უზრუნველყო; თქვენმა მხარდაჭერამ მეცნიერება და ტექნოლოგიები განავითარა და პროგრამები გადაარჩინა. ჩვენ შეგვწვევს ძალა გავუმკლავდეთ ნებისმიერ გამოწვევას, და ეს დაგვეხმარება შევწვდეთ ახალ სიმაღლეებს, კვლავ ვიყოთ მსოფლიოს წამყვანი ინოვატორები”.

 ელონ მასკი, SpaceX–ის და Tesla–ს გენერალური დირექტორი, NASA–ს ისტორიაში უდიდესი ბიუჯეტით დიდად არ აღფრთოვანებულა: “ეს NASA–ს ახლანდელ მუშაობაში დიდ ცვლილებებს ვერ შემოიტანს; გნებავთ მარსის პროგრამის ჭეშმარიტად ტრიუმფალურად განხორციელება? გირჩევთ, თანხა დაამატოთ” – განაცხადა მასკმა. ცნობილია, რომ SpaceX–ის გარდა, მარსზე საკაცობრიო მნიშვნელობის მისიების განხორციელებაზე კიდევ რამდენიმე კერძო კომპანია მუშაობს (several private companies involved in trying to put humans on the surface of the Red Planet).

ავტორი: მარიკა ტარასაშვილი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.