ატომური რეაქტორის ნარჩენები, რომელთა ასაკი დაახლოებით 2 მილიონი წელია, 1970 წელს აღმოაჩინეს აფრიკაში. რეაქტორი, რა თქმა უნდა, არც უცხოპლანეტელებს აუშენებიათ და არც დაკარგულ ცივილიზაციას, ის ბუნებრივი წარმოშობისაა. რეაქტორი ახლა აღარ არსებობს, რადგან დაშლის უნარის მქონე ურანის სიმკვრივე ზღვრულ მნიშვნელობაზე მეტად შემცირდა. ფოტოზე გამოსახულია რეაქტორი 15, მდებარეობს ოკლოში, გაბონი. ურანის ჟანგები ჩანს როგორც მოყვითალო მთის ქანები. ოკლოს რეაქტორის ნარჩენები გამოიყენება ფუნდამენტური მუდმივების სტაბილურობის გამოსაკვლევად კოსმოლოგიური დროის დონეზე. აგრეთვე რადიოაქტიური ნარჩენების უფრო ეფექტური უტილიზაციის მეთოდების შესაქმნელად, ნარჩენებისა, რომლებიც არა ბუნებრივი, არამედ ადამიანის მოღვაწეობის შედეგად რჩება (ვარსკვლავური პრომეთიუმის საიდუმლო).
ოკლო: უძველესი აფრიკული რეაქტორი
Posted by