NASA-მ მზის ქარის პირველი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა, რომელზეც ამ მოვლენის გაჩენის პროცესია წამროდგენილი. კარგად ჩანს, თუ როგორ სუსტდება მზის მაგნიტური ველი მნათობიდან შორს და მზის ქარის შემადგენელი დამუხტული ნაწილაკები ქაოტურ მოძრაობს იწყებენ.
მზის ქარი, ჰელიუმ-წყალბადის პლაზმის ნაკადს წარმოადგენს, რომელიც მზის გვირგვინიდან კოსმოსში 1200 კმ/წმ. სიჩარით ამოედინება. წინა საუკუნის ორმოცდაათიან წლებში აღმოჩენილი მოვლენის ფორმრიებისა და მოძრაობის ზუსტი მექანიზმი აქამდე უცნობი რჩებოდა.
დედამიწასთან ახლოს მოსვლის მერე, სადაც მისი შესწავლა ხდება, მზის ქარის ნაკადები უამრავ გარდაქმნას განიცდის. მზის გვირგვინთანვე კვლევა კი ძალიან ძენლია ხარვეზების გამო – უფრო ელვარე ობიექტების სინათლე(დიდი და ახლო ვარსკვლავები), თვითონ მზის ნათება, კოსმოსური მტვერი, რომელიც დედამიწელ დამკვირვებელსა და იმ ადგილებს შორის მდებარეობს, საიდანაც მზის ქარი იწყებს წარმოქმნას.
არსებული სიძნელეების გამო, მზის ქარის პირველი ვიდეოჩანაწერის გაკეთება, მხოლოდ 2016 წელს მოხერხდა, NASA-ს კუთვნილი ორი ერთნაირი თანამგზავრებით – STEREO A და B, რომელთაგან ერთ-ერთი 2 წლის განმავლობაში კავშირზე აღარ გამოდიოდა.
მეცნიერები აქამდეც ვარაუდობდნენ, რომ გაჩენის ადგილში მზის ქარი ქაოტური არ არის, პირიქით, მკაცრად განსაზღვრული სტრუქტურა გააჩნია. მაღალი ენერგიის ქმონე დამუხტული ნაწილაკები, მნათობის ძლიერი მაგნიტური ძალწირების გასწვრივ მოძრაობს. ასე გაირკვა, რომ დაშორებასთან ერთად, ჩვენი ვარსკვლავი ამ ნაწილაკების ”მაგნიტურ კონტროლს” ვეღარ ახორციელებს. იქ, სადაც მაგნიტური ველის ზემოქმედება ძალიან სუსტია, გარე მზიური გვირგვინის საზღვარი გადის.
მოძრაობს რა მზის საწინააღმდეგო მიმართულებით, ნაწილაკზე მოქმედი მაგნიტური ველის ძალა უფრო მალე მცირდება, ვიდრე ნაწილაკის იმპულსი. რის გამოც პლაზმის ნაკადის მოძრაობის მიმართულბა სულ უფრო ნაკლებად დამოკიდებული ხდება მზის მაგნიტურ ველზე(მზე).