რითი აღარ ”ემუქრებოდნენ” დაზიანების მერე ”კეპლერს” – სპეციალიზაციის შეცვლიდან დაწყებული, სხვა ეგზოტიკური საქმეებით დამთავრებული(NASA). ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, დროებითი გადაწყვეტილებები იყო, რადგან ტელესკოპს სივრცეში ორიენტაციის შენარჩუნება აღარ შეეძლო, ანუ მის მიერ მიღებული გამოსახულების ხარისხი აუცილებლად დაბალი იქნება(რა საქმით შეიძლება დაკავდეს დაზიანებული ტელესკოპი?).
ახალი მისია K2, საბედისწერო დაზიანების მერე, სწორედ ამაზე უნდა ყოფილიყო დაფუძნებული: ითვლებოდა, რომ აპარატი სწრაფად იტრიალებდა, ცის ერთი ნაწილსკენ დიდი ხნის განმავლობაში ვერ იქნებოდა მიბრუნებული, თუმცა დროის ერთეულში დამზერილი ვარსკვლავების რაოდენობა მაინც საკმარისი იქნებოდა. ანუ, წითელ და თეთრ ჯუჯებთან არსებული ეგზოპლანეტების დანახვას შეძლებდა(ეგზოპლანეტებზე მონადირე ორივე ორბიტალური ტელესკოპი მწყობრიდანაა გამოსული)…
ეს გამოსახულება, გადაღებული 2013 წლის ოქტომბრის ბოლოს ჩატარებული ექსპერიმენტის დორს, გვიჩვენებს დონეს, რომელიც წინაავარიულ მდგომარეობაში გადაღებულზე(როცა ტელესკოპის თვალთხედვაში ვარსკვლვები გიჟებივით გარბოდნენ) უკეთესია.
ამჟამად, ნასაში მისი სტაბილიზაციის კიდევ ერთი რეჟიმის გამოცდა მიმდინარეობს: დარჩენილი ორი გიროსკოპის დამხმარე მზე იქნება(იტრიალე ბორბალო: ”კეპლერი” ცოტა მომჯობინდა).
უცნაურად ჟღერს, რადგან სწორედ მნათობია ტელესკოპის ყირაზე გადასვლების მიზეზი, როცა გიროსკოპები არ მუშაობენ. სინათლის წნევა აპარატის სხვადასხვა ნაწილებზე სხვადასხვაგვარად ზემოქმედებს, რის გამოც, დანარჩენთან ერთად, ტელესკოპი ერთ ადგილზე ვერ ჩერდება.
ნასა და Ball Aerospace-მა გადაწყვიტეს, რომ ტელესკოპების მატარებელ მოწყობილობას ისეთი ორიენტაცია მისცენ, რომ მზის წნევა მის ზედაპირზე ერთგვაროვნად გადანაწილდეს, რაც კამერების მდგომარეობის შენარჩუნებაში სტაბილურობას შეიტანს.
ეს მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ აპარატი მზის გარშემო თავისი ბრუნვის სიბრტყის პარალელურ მდგომარეობაში იქნება, რომელიც ეკლიპტიკის მიმართ, სადაც დედამიწა მდებარეობს, ოდნავ წანაცვლებულია, (ეკლიპტიკა – მზისა და ციური სხეულის ცენტრების შემაერთებელი წარმოსახვითი სიბრტყე.(ყველაზე ”მრუდე” პლანეტარული სისტემა)). ამის გამო ტელესკოპი თანავარსკვლავედებს ოდნავ სხვანაირად დაინახავს, ვიდრე დედამიწელი დამკვირვებელი. ცდების დროს, რომლებიც ოქტომბრის ბოლოს დაიწყო, მშვილდოსნის თანავარსკვლავედის ნაწილის გამოსახულების მიღება მოხერხდა.
”კეპლერის” გაწონასწორება მისი ამ მდგომარეობიდან გამომყვანი მზის სინათლის ხარჯზე, გაშლილი თითის წვერზე ფანქრის ვერტიკალურად დაყენებას ჰგავს. თუმცა არაფერს, ეს მაინც ჯობია.
შორეული ვარსკვლავიდან მოსული ფოტონები(1), შედარებით სტაბილური 30 წუთიანი სესიის დროს, საწყისი ხარისხის 5%-ის მიღების საშუალებას იძლევა. ამჟამდამ, ნასას სპეცილისტები ცდილობენ დაადგინონ, მართლაც შეძლებს თუ არა კოსმოსური აპარატი ასეთი მეთოდით სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნებას დღეებისა და რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი.
”ეს გამოსახულებები… პირველი ნაბიჯია პროცესში, რომელიც ახალი დაკვირევბებითა და აღმოჩენებით შეიძლება გაგრძელდეს” – ამბობს ჩარლი სობეკი, პროექტ ”კეპლერი”-ს ხელმძღვანელის მოადგილე. წარმატების შემთხვევაში გამოსახულების ხარისხი ავარიამდელს შეიძლება მიუახლოვდეს, რაც ეგზოპლანეტების ასტრონომიის განვითარებას ახალ იმპულსს მისცემს(როგორ ეძებდნენ ეგზოპლანეტებს).