იაფეტი, სატურნის თანამგზავრებს შორის ზომით მესამე, საკმაოდ დიდი ობიექტია – 1500კმ, თითქმის ა.შ.შ-ს ფართობით. მისი ეკვატორის გასწვრივ გაწოლილი უჩვეულო ქედი, ასტრონომებს დიდი ხანია აოცებს (phys.org).
ეს არის მთათა სისტემის ყველაზე გრძელი ჯაჭვი მზის სისტემაში: სიმაღლითა და სიგანით 20 კმ, სიგრძით 1300 კმ. მთვარეზე 30-ჯერ მსუბუქი სხეულისთვის, 2004 წელს აღმოჩენილი ეს წარმონაქმნი საკმაოდ უჩვეულოდ გამოიყურება.
მკვლევართა ჯგუფმა, ემი ბარის ხელმძღვანელობით, მთვარისა და პლანეტების შემსწავლელი ინსტიტუტიდან (ა.შ.შ.), “კასინის“ მიერ გადმოცემული ფოტების საფუძველზე, იაფეტის კედლის ევოლუციის მოდელირება სცადა.
ბუნებრივი დახრილობის კუთხეს, წარმოქმნილს მთის ქანების ფხვიერი მასებით, მონაცემთა მხოლოდ განსაზღვრული ნაკრები უნდა ჰქონდეს, დაკავშირებული ამა თუ იმ სხეულის გრავიტაციასთან. თუ გადაჭარბებულია, ადრე თუ გვიან, კალთის ნაწილი მეწყერის სახით უბრალოდ ქვემოთ ეშვება. როგოც ჩანს, იაფეტის კედელმა ამის შესახებ “არ იცის”: იქაური ბუნებრივი დახრილობა, ბუნებრივობისგან აშკარად შორსაა.
ამ ჯაჭვის გეოლოგია ნორმალური რომ იყოს, პიკები ასეთი მკვეთრად დახრილი არ იქნებოდა, ერთნაირად 400 კუთხით, 20 კმ-ს სიმაღლემდე.
მაშ რა არის ეს? მკვლევართა აზრით, რკალური ქედი, რომელიც იაფეტს გარშემოწერს, ერთ დროს მის გარშემო არსებული მტვროვანი რგოლების ცვენის შედეგად გაჩნდა.
ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ ეს რგოლები საკმაოდ უჩვეულო მოვლენის შედეგად უნდა წარმოქმნილიყო: ორი დიდი სხეულის ერთმანეთთან შეჯახებით იაფეტის მახლობლად, მათი ურთიერთ განადგურებითა და ნამსხვრევების გროვად გადაქცევით. ან თვითონ იაფეტის შეჯახებით ობიექტთან, რომელმაც ეს ადგილები დატოვა.
კატასტროფული შეჯახება აუცილებლად გამოიწვევდა რგოლების ფორმირებას, მსგავსად დედამიწისა, როცა ის თეიას შეეჯახა და გატყორცნილი ფრაგმენტებით მთვარე ჩამოყალიბდა. იაფეტის შემთხვევაში არა თანამგზავრი ჩამოყალიბდა, არამედ ზედაპირთან სიახლოვის გამო, ნამსხვრევები ეკვატორზე ჩამოცვივდა (როშეს ზღვარი და როშეს ღრუ), რომლის თავზეც აქამდ იყო გამოკიდებული (იაფეტი).