”ვოიაჯერ -1” კოსმოსური ”ცუნამის” ქიმზე

 ვოიაჯერების პროგრამა ერთ-ერთი ყველაზე უფრო ცნობილი და მეცნიერული თვალსაზრისთ ფასეული მისიაა. ტყუპმა აპარატებმა ”ვოიაჯერ -1”, და 16 დღის მერე გაშვებული ”ვოიაჯერ -2”, მზის სისტემის გიგანტური პლანეტები და სხვა საინტერესო რეგიონები მოინახულეს. მაგზაურობის განმავლობაში გადმოცემული მონაცემებით ბევრი ახალი აღმოჩენის გაკეთება მოხერხდა. აღმოჩნები ამით არ დასრულებულა და როცა ”ვოიაჯერ -1” მზის სისტემას ნამდვილად დატოვებს, მეცნიერებს ვარსკვლავთშორისი სივრცის შესახებ უამრავი ახალი ინფორმაცია მოუვათ.

 საზოგადოდ მიღებული აზრის მიუხედავად, ვარსკვლავებს შორის არსებული სივრცე სულაც არ არის ცარიელი. ის, პლაზმური ღრუბლების წარმომქმნელი დამუხტული ნაწილაკების ”ზღვით” არის შევსებული. პლამზის ღრუბლები მატერიალურ შევსებებს მუდმივან იღებენ, მოვლენის შედეგად, რომელსაც მზის კორონალური ამოფრქვევა ეწოდება – მზის ზედაპირიდან პლაზმის უზარმაზარი ნაკადები იფრქვევა, რომლებიც გზად ტალღისმაგვარ, შესქელებულ არეებს აჩენენ.

 მეტი წნევის მქონე მაღალი სიჩქარით მოძრავი ეს ტალღა მზის სისტემის კიდეებს აღწევს, საზღვრისპირა წარმონაქმნებს ეჯახება და ვარსკვლავთშორისი კოსმოსის პლაზმურ ზღვაში დარტყმითი ტაღის, ცუნამის, სახით აგრძელებს მოძრაობას.

 ”ვოიაჯერ -1” პირველ დარტყმით ტალღას 2012 წლის 15 აგვისტოს წააწყდა, ჰელიოსფროს შიგა ნაწილის გავლისას. ინსტრუმენტების მიერ დაფიქსირებული პლაზმური რგოლების სიმკვირვე გარემოზე 40-ჯერ მეტი აღმოჩნდა. მესამე და მეორე დარტყმითი ტალღები, რომელთა ზემოქმედება აპარატმა გასული წლის თებერვალში გადაიტანა, ზემოთ ხსენებულზე გაცილებით მეტი სიძლიერით გამოირჩეოდნენ.

 ამ ტალღების სიჩქარეებზე, ზომებზე და სხვა მონაცემებზე ბევრი არაფერია ცნობილი. სავარუდოდ, დარტყმითი ტალღის ზემოქმედების ქვეშ მოყოლილი უბნის ზომა, დედამიწა-მზეს შორის მანძილზე 2-ჯერ მეტ სივრცეს უნდა იკავებდეს. გარდა ამისა, მოძრაობასთან ერთად აპარატი კოსმოსური პლაზმის სიმკვრივის მუდმივ მატებას აფიქსირებს, რას შეიძლება უკავშირდებოდეს ეს, დარტყმით ტალღას თუ ვარსკვლავთშორისი გარემოს თავისებურებებს, მენიერებმა ჯერჯერობით არ იციან.

 წარმოდგენილ ვიდეორგოლში არსებული აუდიოჩანაწერი, ”ვოიაჯერ -1”-ის გარშემო არსებული იონიზირებული მატერიის ”ხმაა”. ამ მატერიის პერიოდული ”წკრიალი”, პირველ რიგში, იქვე მოძრავ ვარსკვლავთშორის ”ცუნამის” უკავშიორდება(”ვოიაჯერ-1”-ის რადიო სიგნალი; მზიური ცუნამი).

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=_u-RZTwpECg

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.