განახლდა: 30/08/2015
ასტრობიოლოგი (ასტრობიოლოგია: იშვიათი სახეობა) (საფრანგეთი), ფიზიკოსი (გერმანია), პილოტი, არქიტექტორი, ექიმი და მიწათმცოდნე (შეთავსებით ჟურნალისტიც; ა.შ.შ.), ეს არის ჰავაის კუნძულებზე 2015 წლის 28 ავისტოს დაწყებულ ექსპერიმენტში მონაწილე მოხალისეთა ჯგუფის შემადგენლობა.
ჯგუფისთვის მოწყობილ გუმბათში, ყველა მონაწილეს თავისი ოთახი ექნება, საწოლითა და მაგიდით. საკვებად, სხვა დანარჩენთან ერთად, ექსპერიმენტში მონაწილე 6 ადამიანს, თინუსის კონსერვი და ყველის ფხვნილი ექნებათ (მშიერი მარსელები). გუმბათიდან გამოსვლას, მხოლოდ სკაფანდრებით შეძლებენ, ექნებათ შეზღუდული წვდომა ინტერნეტთან.
ეს არის მეოთხე ასეთი ექსპერიმენტი. პირველი მისია (HI-SEAS), 2013 წელს დასრულდა და 4 თვე გრძელდებოდა. მეორე, 120 დღიანი, წინა წლის მარტი-ივლისში იქნა ორგანზიებული.
მესამე, რომელიც 8 თვე გრძელდებოდა, ამა წლის 14 ივნისს დასრულდა. 6 მონაწილესგან შემდგარმა ჯგუფმა, ჩამქარალი ვულკანის (მაუნა-ლოა) ფერდობზე 8 თვე გაატარა. მისი რელიეფი, ორგანიზატორთა ჩანაფიქრით, მარსის პეიზაჟს უნდა აგონებდეს მონაწილეებს, როცა ისინი სკაფანდრებით გამოვლენ გარეთ (მარსზე ცხოვრებამ შეიძლება ჭკუიდან გადაგვიყვანოს?; SpaceX; მარსისკენ მოგზაურობა მოსაწყენი საქმეა…).