ეს კომეტა მასმედიის პირველი გვერდებიდან არ ჩამოდის, მისდამი ინტერესი კოსმოსური სიახლეების მიმართ გულგრილად განწყობილმა პირებმაც კი გამოიჩინეს.
ამ მომენტამდე მხოლოდ შავ-თეთრი ფოტოები იყო წარმოდგენილი და დრო მოვიდა ეს სამწუხარო გაუგებრობა გამოსწორდეს. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც ამერიკის გეოფიზიკური საზოგადოების ბოლო სხდომაზე იქნა წარმოდგენილი, ჩვენს წინაშეა კომეტა ჩურიუმოვ-გერასიმენკოს პირველი ფერადი ფოტო, რომელიც ”როზეტაზე” არსებული კამერით – OSIRIS, იქნა გადაღებული.
OSIRIS-ი 10 წლის წინათ იქნა დამზადებული, გარჩევადობის შესაძლბლობით 4 მეგაპიქსელი. ახლანდელი სმარტფონების ეს მონაცემი გაცილებით მაღალია, თუმცა 10 წლის წინათ 4 მეგაპიქსელი დიდ მიღწევად ითვლებოდა.
ფერადი გამოსახულების მისაღებად კამერა სამ ფოტოს იღებს(წითელი, მწვანე და ცისფერი). იმის გამო, რომ კომეტა მუდმივ მოძრაობაშია, ფოტოების ერთმანეთზე დადებისას მათი ერთმანეთის მიმართ წანაცვლება დაიმზირება, რომლის გამოსასწორებლად ძალიან დიდი ძალისხმევაა საჭირო. დღევანდელი დღისთვის ეს ფოტო ყველაზე უფრო ზუსტად წარმოგვიდგენს ჩურიუმოვ-გერასიმენკოს რეალურ ფერებს.
OSIRIS-ით გადაღებულ კიდევ ერთ ფოტოს წარმოგიდგენთ, ოღონდ არა კომეტის, არამედ მოწითალო მარსის. 2007 წელს, კომეტის ორბიტაზე გასვლამდე,”როზეტამ” მარსი მოინახულა. გამოსახულების ხარისხი უფრო მაღალია, რადგან მარსი ისეთი მოძრავი არაა, როგროც კომეტა.