ჩურიუმოვ-გერასიმენკოს კომეტა გააქტიურდა

 67P/ ჩურიუმოვ-გერასიმენკოს ფოტოები, გადაღებული 27 მარტიდან 4 მაისის ჩათვლით(ამასობაში ”როზეტასა” და კომეტას შორის მანძილი 5 მლნ. კილომეტრიდან 2-მდე შემცირდა), იმაზე მეტყველებენ, რომ კომეტის მტვროვანი გარსი – კომა, გაფართოვდა. ახალა მისი დიამეტრი 1300 კილომეტრია. შედარებისთვის, თვითონ კომეტის ბირთვის დიამეტრი დაახლოებით 4 კილომეტრია და ფოტოებზე ჯერჯერობით არ ჩანს.

 მიუხედავად იმისა, რომ კომეტასა და მზეს შორის მანძილი 600 მილიონ კილომეტრზე მეტია, მისმა ზედაპირმა გათბობა უკვე დაიწყო, რასაც ყინულის სუბლიმაცია და გაზების ამოსვლა მოჰყვა. გაზთან ერთად სივრცეში უწვრილესი ნაწილაკებიც ხვდებიან, რომლებიც კომეტის კომას წარმოქმნიან.

 მზესთან მიახლოებასთან ერთად ის კიდევ უფრო მეტად გაცხელდება, ხოლო კომეტის აქტიურობა გაიზრდება, რაც გრძელი კუდის ფორმირებას გამოიწვევს.

 ”როზეტა” და 67P/ ჩურიუმოვ-გერასიმენკო მზესთან მაქსიმალურად ახლო მანძილზე 2014 წლის აგვისტოში გავლენ, ამ დროს ისინი დედამიწასა და მარსს შორის ორბიტაზე იქნებიან.

 ელვარების ცვლილებაზე დაკვირვებით დადგინდა, რომ კომეტა საკუთარი ღერძის გარშემო 12,4 საათიანი პერიოდით ბრუნავს, რაც 20 წუთით ნაკლებია, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. კომეტაზე დაკვირვებები გრძელდება, რათა მის ზედაპირზე, დასაშვები აპარტისთვის(Philae) ყველაზე უფრო უსაფრთხო დასაჯდომი ადგილი შეირჩეს.

One comment

  1. იუპიტერის ორბიტის მიღმაა ხო ჯერ?ჩვენიდან უნდა გამოჩნდეს ეს მგონი.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.