ყველაზე დიდი დინოზავრი

 არგენტინელმა მეცნიერებმა შვიდი დინოზავრის ნარჩენი იპოვეს, რომელთა შორისაც მეცნიერებისთვის აქამდე ცნობილი ყველაზე დიდი ცხოველის ნარჩენებიცაა, იუწყება BBC News.

 არგენტინელმა პალეონტოლოგებმა პატაგონოაში(პროვინცია ჩუბუტში, არგენტინა) 200-ზე მეტი ძვალი იპოვეს, რომლებიც, მათი აზრით, შვიდ დინოზავრის ჩონჩხის ნაწილებია. აქამდე მეცნიერები დინოზავრთა ძვლოვანი სისტემის მხოლოდ ცალკეულ ნაწილებს პოულობდნენ. ამჯერად კი სპეციალისტებს გაქვავებული ძვლების მთლიან კომპლექტზე მიუწვდებათ ხელი – ტანი, ქალა, კისერი, კიდურები და კბილები.

 ადრე ამ ადგილზე ხმელეთზე მოსიარულე ყველაზე დიდი არსების ნარჩენები ფერმერმა აღმოაჩინა(არგენტინოზავრი). დინოზავრი 77 ტონას იწონიდა, სიგრძე, თავიდან კუდის ბოლომდე, 40 მეტრი, ხოლო სიმაღლე 20 მეტრი. ეს შვიდ სართულიანი სახლის ექვივალენტურია 14 სპილოს მასით. ცხოველი დაახლოებით 100 მილიონი წლის წინათ პტაგონიის ტყეებში ბინადრობდა და ბალახით იკვებებოდა.

argentinosaurus

 ამ მომენტისთვის პატაგონიაში აღმოჩენილი ნარჩნები ამ ცხოველთა გაქვავებული ძვლების ყველაზე უფრო კარგად შენახული კოლექციაა. ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ მოხვდნენ ეს ნარჩნები ერთმანეთთან ასე ახლოს. ღიად რჩება საკითხი იმის შესახებაც, როგორ ახერხებდა 77 ტონიანი არსება დედამიწის ზედაპირზე გადადგილბას(ბაპტისტინას(Baptistina) დინოზავრები არ დაუხოცია).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.