უამრავი სინგულარობა გალაქტიკის ცენტრში

არაფორმალური გამოკითხვით ირკვევა, რომ ასტრონომებს ჯერ კიდევ არ აქვთ მოფიქრებული საერთო სახელი შავი ხვრელების ამ ჯგუფისთვის. “ჩანდრას” მიერ რენტგენის დიაპაზონში გადაღებულ ფოტოზე, წითელი წრეებით შემოსაზღვრული წერტილები, ორმაგ სისტემებში შემავალი შავი ხვრელებია. ამ ხვრელების მასა 5-დან 30-მდე მზის მასის ფარგლებშია და სულ რაღაც 3 სინათლის წლით არიან დაშორებული ჩვენი გალაქტიკის ცენტრალურ ზემასიურ შავ ხვრელს, რომელსაც მშვილდოსანი A-ს უსოდებენ(Sgr A*). ყვითელ წრეებში, შედარებით მცირე მასის მქონე ნეიტრონული ვარსკვლავები ან ორმაგ ვარსკვლავურ სისტემებში გაერთიანებული თეთრი ჯუჯები უნდა იყოს. მარტოხელა შავი ხვრელი უხილავია, ხოლო თუ ის ორმაგ სისტემაში შედის, ნორმალური ვარსკვლავის – სისტემის მეორე წევრის მატერიის აკრეცია შეუძლია(„ბრტყელი ვარსკვლავები“ და ზოგიერთი ასტროტერმინი), რაც რენტგენის გამოსხივების წყაროდ აქცევს მას. გალაქტიკის ცენტრამდე მანძილზე “ჩანდრას” მხოლოდ ყველაზე ელვარე ასეთი ობიექტების დანახვა შეუძლია, ანუ იქ სხვა ბევრი სუსტად მანათობელი ორმაგი სისტემებიც იქნება, რომელთა აღმოჩენა ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

 შავი ხვრელი და მისი კომპანიონი ვარსკვლავი. ვარსკვლავის გაზი, შავი ხვრელის გარშემო აკრეციულ დისკოში გადადის, უკვე გადასულ და მეტი სიჩქარით მოძრავ მატერიას ეხახუნება, ძალიან ცხელდება და რენტგენში იწყებს ნათებას. დისკოს პერპენდიკულარულად ჩანს თითქმის სინათლის სხივის სიჩქარით მოძრავი ნაწილაკების ჭავლები, ე.წ. ჯეტები(შავი ხვრელიდან ამომავალი ნაწილაკების ჭავლის საიდუმლო).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *