სატურნის რგოლების ასაკი

 ”კასინიდან” გადმოცემული მონაცემების ანალიზით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ სატურნის რგოლები 4,4 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნენ, პლანეტის ფორმირებიდან მალევე.

 სატურნის რგოლების წარმომავლობა დიდი ხნის განმავლობაში კამათის საგნად რჩებოდა, რადგან ზოგიერთი მეცნიერის აზრით სტრუქტურა შედარებით ახალგაზრდაა, ან გაზური გიგანტების თანამგზავრთა ასაკისაა.

 ახალი კვლევა, მოვლენათა განვითარების მეორე სცენარს ადასტურებს. რგოლების წლოვანება ასეულ მილიონობით წელზე გაცილებით მეტია. ისინი ძირითადად გაყინული წყლისგან შედგებიან, თუმცა არის მტვრის ჩანართებიც, რომლებიც იქ მიკრომეტეორიტული ბომბარდირებით მოხვდნენ.

 კვლევის ავტორებმა აღმოაჩინეს, რომ ნივთიერებათა(მტვერი) უჩვეულოდ მცირე რაოდენობა შედის კონტაქტში რგოლებთან. საშუალოდ, კვადრატულ სანტიმეტრზე 0,0000000000000000001 გრამი მტვერი გადის წამში, სატურნის 5-დან 50 რადიუსის ზომის სივრციდან პლანეტისკენ.

 მტვრის ასეთი დაბალი რაოდენობით ზრდის მიხედვით, მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ რგოლები 4,4 მილიარდი წლის წინათ უკვე არსებობდნენ.

 ამ ნაწილეკების გადაადგილების ტრაექტორიების მიხედვით დადგინდა, რომ მტვრის დიდი ნაწილი კოიპერის სარტყლიდან მოვიდა, ყინულოვანი სხეულების ერთ-ერთი დიდი წყაროდან. ამასთან ერთად, როგორც ჩანს, კიდევ უფრო შორეული ადგილიდან – ოორტის ღრუბლიდანაც, ასევე ვარსკვლავთშორისი სივრციდნაც კი მოვიდა. ამის გამო დედამიწასთან და მზის სისტემის შიგა ნაწილში მდებარე პლანეტებთან არსებული მტვერი სატურნისეულისაგან განსხვავდება. მიზეზი იუპიტერი და მისი ძლიერი გრავიტაციული ველია. იუპიტერი მზის სისტემას ორ ნაწილად ჰყოფს: შიგა და გარე სისტემად.

 საპლანეტათშორისო ავტომატური სადგური ”კასინი”, რომელიც 3,2 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, კოსმოსში 1997 წელს გაუშვეს, სატურნამდე აპარატმა 2004 წელს მიაღწია. 2017-ში, მისიის დასრულებისას, სატურნის ატმოსფეროში დაწვით დაასრულებს არსებობას.

httpv://www.youtube.com/watch?feature=player_detailpage&v=b7MIfaB5RPY

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.