პლაზმის კოლოსალური ამონაფრქვევი

 8-9 ივნისს დედამიწამდე მოაღწევს უნიკალური კორონალური ამონაფრქვევი, რომელიც მზეზე 2011 წლის 7 ივნისსმოხდა. ამასთან ერთად მნათობის მკვლევარები მზის გვირგვინში აღმოჩენილ ახალ დეტალებზე საუბრობენ.


შთამბეჭდავი ზომების პლაზმური ნაკადი ჯერ ზევით ამოვიდა, შემდეგ კი ნაწილობრივ ისევ ზედაპირზე დაეცა. დაშვებული გაზები მზის ლამის მთელ ზედაპირს მოედო, იუწყება ამერიკული კოსმოსური სააგენტო(фото NASA/SDO).

 საბედნიეროდ ამონფრქვევი პირდაპირ დედამიწისკენ არ არის მიმართული, ზემოქმედებას უფრო მცოცავი ხასიათი ექნება. მაღალ განედებზე , როგორც სპეციალისტები ამბობენ, ჩრდილოეთის ნათებას(ციალი) საკმაოდ ეფექტური სახე ექნება.

 ნასას განცხადებით, მძლავრი ამონაფრქვევი მზის დინამიკის ორბიტალურმა ობსერვატორიამ დააფიქსირა(SDO). აპარატი ერთ წელიწადზე მეტია რაც ორბიტაზეა და ჰელიოფიზიკოსების უამრავი შემეცნებითი მასსალა მიაწოდა, ახლა კი საინტერესო კადრების სერიაც გადმოსცა.

 1200-1600 კილომეტრი წამში სიჩქარით მოძრავი ნივთიერება(მოცულობით 75 დედამიწის მოცულობის ფართობით) აგრეთვე გადაიღო SOHO-მ და ორი ერთნაირი აპარატისგან შემდგარმა სისტემამ STEREO. ასე რომ ამ უძლიერესი ამონაფრქვევის შესწავლას მეცნიერები ერთბაშად ოთხი აპარატის საშუალებით აწარმოებენ, თან სხვა და სხვა მხრიდან.


7 ივნისის პლაზმის კოლოსალური ამონაფრქვევის გამოსახულება, გადაღებული SOHOS-მიერ(NASA/SOHO/STEREO).

 ამერიკელები აღნიშნავენ, რომ ეს ამონაფრქვევი თავისი მახასიათებლებით უნიკალურია, მისი ზოგიერთი ნაწილი საკმაოდ დაბალ ტემპერატურამდეა გაცხელებული – 80 ათას კელვინზე დაბლა. ეს გამოცანაა, ასეთი ნაკადის ტემპერატურა ხომ მილიონობით გრადუსია ხოლმე.

 მეცნიერები დიდი ხანია ცდილობენ ახსნან, თუ რატომ არის კორონალური ამონაფრექვევი ასეთი ცხელი, როცა მზის ხილული ზედაპირის ტემპერატურა 6000 გრადუსია. მნიშვნელოვან როლს ამ მოვლენაში მაგნიტური ველი თამაშობს, თუმცა ტემპერატურათ განსხვავების ზუსტი მექანიზმი დაუდგენელია.

 ამჯერად ნასელებმა ამონაფრქვევის გამაცხელებელი კიდევ ერთი სავარაუდო წყარო გამოავლინეს. Astrophysical Journal-ში გამოქვეყნებულ სტატიაში ისინი ყვებიან, თუ როგორ აღმოაჩინა ზემოთ ხსენებულმა SDO-მ მზეზე ჩახვეული სტრუქტურები, როგორც სასერფინგე ტალღები ზღვაზე. კვლევის ავტორები ამტკიცებენ, რომ ეს სტრუქტურა ყალიბდემა მაშინ, როცა ერთმანეთთან კონტაქტირებენ გაზების სხვა და სხვა სიჩქარისა და სიმკვრივის მქონე ფენები.


SDO-ს თვალით დანახული „სასერფინგე ტალღები“. ისინი გაჩნდნენ იმ რეგიონის საზღვართან, რომელიც ამონაფრქვევს წარმოშობს. აქ ისინი 6-14 კმ/წმ-ში სიჩქარით მოძრაობენ(NASA/SDO/Astrophysical Journal Letters).

 ანალოგური ტალღების ნახვა არა მარტო ოკეანეზე შეიძლება, არამედ მიწის და სატურნის ატმოსფეროებშიც კი. სხვა და სხვა შემთხვევებში ასეთნაირად ურთიერთქმედებენ წყალი და ჰაერი, ან ჰაერის ნაკადები და ღრუბლები, მზეზე კი კონტაქტირებენ პლაზმური ნაკადები. თუმცა აქამდე ვერავინ მოყვებოდა იმის მტკიცებას, რომ მზეზე ასეთი ჩახვეული სტრუქტურები ნამდვილად არსებობენ.


კელვინ-ჰელმჰოლცის ტალღები დედამიწისა და სატურნის ატმოსფეროებში. ჩანართში ნაჩვენებია ასეთივე ტალღა მზეზე, მოდელირებული ახალი კვლევების დროს. მეცნიერებმა, მიიღეს რა კადრები SDO-დან, მოსინჯეს გაეკეთებინათ აღმჩენილი მოვლენის რიცხობრივი მოდელი და დაადგინეს, რომ პლაზმას სხვა და სხვა გვარი ნაკადები ნამდვილად წარმოქმნიან ე.წ. „სასერფინგე ტალღებს“, მაგნიტური ველების მასტაბილიზირებელი მოქმედიბის მიუხედავად(Danny Ratcliffe, NASA/Cassini, Ofman/Thompson/Astrophysical Journal Letters).

 ტურბულენტური ხვეულები ძალიან მცირეა ზომით(ა.შ.შ.-ის ხელა დაახლოებით), ამიტომაც მზის ზედაპირზე მათაი დაფიქსირება ძალიან ძნელია. სამაგიეროდ სპეციალისტებს მზის გვირგვინის გაცხელების ახალი ვერისა გაუჩნდათ(მაგნიტურთან ერთად) – მიზეზი სწორედ ეს ტალღებია. საერთო ჯამში დიდი და პატარა ზომების ეს ტურბულენტური მორევები ქმნიან ხახუნს, რომელიც დამატებითი სითბოს გამოყოფას იწვევს.

 მონაცემთა ორივე ნაკრები, როგორც გიგანტური ამონაფრქვევის, ასევე ე.წ. „სასერფერო ტალღების“, ერთმანეთს ავსებენ და მზის ფიზიკასა და პროცესებზე, რომლებიც დედამიწაზე ახდენენ გავლენას კიდევ უფრო მეტის გაგების საშუალებას აძლევენ მეცნიერებს(მზიური ფარი).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *