ელენინის კომეტა(C/2010 X1), რომელსაც ასტრონომებმა „პირველი რუსული კომეტა“ შეარქვეს, მთლიანად დაიშალა. ამის შესახებ კომეტის აღმომჩენის, ლეონიდ ელენინის ბლოგზე დაიწერა.
“მზესთან შეერთების წერტილიდან გამოსვლის შემდეგმ ჩატარებულ დაკვირვებებზე დაყრდნობით შეიძლება დავასკვნათ, რომ კომეტა დაიშალა. შეიძლება, ჩვენ კიდევ დავინახოთ რაც მისგან დარჩა, უამრავი ნამსხვრევის სახით“ – წერს ასტრონომი. მან აგრეთვე გამოთქვა იმედი, რომ კომეტის ნარჩენებზე დაკვირვება რომელიმე მძლავრი ტელესკოპით მოხდება. ცნობილია, რომ 2011 წლის ოქტრომბრის შუა რიცხვებში, ნარჩენები დედამიწასთან უახლოეს წერტილს გაივლის(კომეტების შემოსევა).
აგვისტოს თვეში გადაღებული ელენინის კომეტა.