პირველად იქნა გადაღებული ზეგიგანტის დაბნელების დეტალური სურათი

 ლაპარაკია ვარსკვლავ Epsilon Aurigae-ზე, რომელიც ჩვენგან 2000 სინათლის წლითაა დაშორებული. ყოველ 27 წელიწადში ერთხელ, ვარსკვლავი 680 დღე ბნელდება, რომლის დროსაც მისი სიკაშკაშე ორ-სამჯერ მცირდება. ეს მოვლენა პირველად 1821 წელს გერმანელმა ასტრონომმა იოჰან ფრიჩმა აღმოაჩინა. მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი ამ უცნაური მოვლენის შესწავლა დეტალებში, 4 ერთმანეთისაგან 300 მეტრით დაშორებული ინფრაწითელი ტელესკპების საშუალებით.
         (ილუსტრაცია NASA/JPL-Caltech, Brian Thieme/Aaron Price)
_ზეგიგანტის დაბნელება მისი პატარა კომპანიონის გამო ხდება, რადგან ესუკანასკნელი სქელი მტვრის დისკოშია ჩაფლული. თუმცა ამ დისკოს შემადგენელი მტვერი, უფრო, მსხვილი გრანულოვანი მასაა ვიდრე მტვერი. პატარა ვარსკვლავი როგორც მთვარე დედამიწის, ისე ბრუნავს გიგანტის გარშემო და ყოველ 27 წელიწადში ერთხელ ექცევა ჩვენი თვალთახედვისა და Epsilon Aurigae-ს შორის, სწორედ ეს არის ამ ზეგიგანტის პერიოდული, სიკაშკაშის მკვეთრი ცვლილების მიზეზი(საერთოდ ყველაგიგანტური ვარსკვლავი ცვლადი სიკაშკაშის ვარსკვლავია, თუმცა არა ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებებით).
გთავაზობთ ულამაზეს ვიდეოს, სამყაროში ვარსკვლავების შედარება და უდიდესი ცნობილი ვარსკვლავი.
httpv://www.youtube.com/watch?v=Bcz4vGvoxQA

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.