პარალელური სამყაროს კვალი?!

 შეისწავლეს რა სამყაროს ყველაზე უფრო შორეული სივრციდან მოსული გამოსხივება, ასტრონომებმა ანომალია აღმოაჩინეს მასში – დრო-სივრცული კონტინიუმი ირღვევა, უფრო სწორედ დიდი ხნის წინ დაიწყო რღვევა, სხვა სამყაროსთან ურთიერთქმედების გამო, რომელშიც ბუნების სხვა კანონები მოქმედებს(newscientist).

 მენციერთა ჯგუფმა, რომელსაც დოქტორი რენგა-რემ ჩარი ხელმძღვანელობს(კალტეჩი), კოსმოსური მიკროტალღური ფონი გამოიკვლია, რომელიც ევროპის კოსმოსური სააგენტოს კოსმოსური ტელესკოპის – ”პლანკი”, საშაულებით იქნა გადაღებული. ამ მიკროტალღური ფონის სურათში, რომელიც დიდი აფეთქების თავისებურ ექოს წარმოადგენს, სხვადასხვა ლაქები იქნა აღმოჩენილი, რომელთა ელვარება მეტი უნდა იყოს იმაზე, რასაც თეორიული გამოთვლები გვეუბნება(“პლანკმა” WMAP-ის მიერ აღმოჩენილი ანომალია დაადასტურა).

 სხვა მონაცემებთან ერთად, ზოგიერთი იმაზე მიუთითებს, რომ მეორე სამყარო, ჩვვენისგან კარდინალურად განსხვავებულია. ბარიონებსა და ფოტონებს შორის თანაფარდობა იქ, დაახლოებით ათჯერ მეტია, ვიდრე ჩვენ სამყაროში. ეს არის ჩვენთვის სრულიად წარმოუდგენელი რამ, ბუნების კანონების სულ სხვა ნაკრებით.

 ჯგუფის მიერ მიღებული შედეგებით სხვა მეცნიერებიც დაინტერესდნენ. ზოგიერთი მათგანის თქმით, ამ სიგნალების კვლევა უნდა გაგრძელდეს, მათში მართლაც არის ბევრი გაურკვეველი კვალი, რადგან ისე არ მოხდეს, როგორც გრავიტაციული ტალღების აღმოჩენასთან დაკავშირებული აჟიოტაჟი, როცა მეცნიერები გალატიკურმა მტვერმა შეიყვანა შეცდომაში(კიდევ პარალელური სამყაროს შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.