ევროპის კოსმოსური კვლევების სააგენტოს ტელესკოპი – ”გაია”, რომლის საშუალებითაც ირმის ნახტომის დეტალური რუკის შედგენა განხორციელდა, საინტერესო მონაცემების გამოგზავნას აგრძელებს. ამჯერად, ”გაია” გვიმტკიცებს, სხვა ტელესკოპებით მიღებული მონაცემების დასტურად, რომ სამყარო იმაზე ნელა ფართოვდება, ვიდრე აქამდე ითვლებოდა. თუ ეს მართლაც ასეა, სამყარო რამდენიმე ასეული მილიონი წლით ახალგაზრდა უნდა იყოს(მაინც რა ასაკისაა სამყარო?).
”გაიას” მთავარი ამოცანა იყო გაეზომა მანძილი შორეულ ვარსკვლავებამდე. სამყაროს გაფართოების სიჩქარის დადგენის თვალსაზრისით, მენციერთათვის ყველაზე უფრო საინტერესო ცეფეიდებია, რომელთა რეგულარული ანთებები ასტროფიზიკოსებს ამ ვარსკვლავებადმე მანძილის დადგენაში ეხმარება. ცეფეიდების თვისებების ცოდნით, დედამიწასთან ახლოს მდებარე ვარსკვლავებსა და შორეულებს შორის მანძილის ცვლილების დინამიკის გამოთვლა ხდება(უფრო ზუსტად, როგორ იცვლება ეს მანძილები დედამიწელი დამკვირვებლის თვალსაწიერიდან)(დამოკიდებულება პერიოდი-ნათობა).
თავის მხრივ, ცნობილია რა ობიექტებამდე მანძილი(ან კოსმოსურ აპარატამდე), შესაძლებელი ხდება თვით ამ ობოექტებს შორის მანძილების შედარება და გაგება, რა სიჩქარით შორდება გალაქტიკები ერთმანეთს(რომელშიც ეს ობიექტებია). სწორედ ამ სიჩქარეს უწოდებენ ჰაბლის მუდმივას. ამ სიდიდის ”გაიამდელი” მნიშვნელობა 1 მეგაპარსეკზე(3 263 000 სინათლის წელი) 67,80 კმ/წმ-ს უტოლდებოდა, 0,77-იანი ცდომილებით. ზემოთ ხსენებული მონაცემების მიხედვით დაზუსტებული ჰაბლის მუდმივა კი მეგაპარსეკზე 66,93 ± 0,62 კმ/წმ-ის ტოლფასია.
გაფართოებადი სამყაროს შესახებ მოდელი გვეუბნება(ყოვლისშემძლე ინფლაცია), რომ ჰაბლის მუდმივა სულ იცვლება, მაგრამ მას მაინც მუდმივას უწოდებენ. ეს იმიტომ ხდება, რომ მთელი სამყაროსთვის ის, ერთნაირია დროის ნებისმიერ მომენტში(ჰაბლის კანონი; მოკლედ დიდი აფეთქების შესახებ).