მთვარე, მარსი, სატურნი და ანტარესი ღამის ცაზე

 თუ საღამოს ცის სამხრეთ-დასავლეთს შეხედავთ, ნელ-ნელა მზარდ ახალ მთვარესა და მზის სისტემის ზოგიერთ პლანეტებს დაინახავთ. ამასთან ერათდ, ისე მოხდა, რომ ამჯერად, მარსისა და სატურნის ელვარება პრაქტიკულად ერთნაირი იქნება – 0,8 ვარსკვლავური სიდიდე, თუმცა ყველა მათგანს საკუთარი ელფერი ექნება.

antaresis shedareba

 ანტარესსა და მარსს ერთნაირი შეფერილობა აქვთ. ანტარესი ყველაზე ელვარე ვარსკვლავია მორიელის ზოდიაქალურ თანავარსკვლავედში(მორიელის კუდში), ის წითელი ზეგიგანტია. ამ ვარსკვლავამდე მანძილი 600 სინათლის წელია. ხილულ დიაპაზონში მისი ელვარება 10000-ჯერ აჭარბებს მზისას, ხოლო იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ენერგიის მნიშვნელოვან ნაწილს ინფრაწითელ დიაპაზონში ასხივებს, საერთო ნათობა 65000-ჯერ გადააჭარბებს მზისას. დიდი ზომა და შედარებით პატარა მასა, 12-13 მზის, იმაზე მეტყველებენ, რომ ანტარესის სიმკვრივე ძალიან დაბალია.

2 comments

  1. იქნებ მიპასუხოთ, სურათზე 3 ვარსკვლავი, რომ ჩანს, ეგენი ქმნიან რაიმე ტანავარსკვლავედს? ან რა ვარსკვლავებია შეგიძლიათ მითხრათ?

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.