ჯონ ჰოფქინსის უნივერსიტეტის(ა.შ.შ.) გამოყენებითი ფიზიკის ლაბორატორიის თანამშრომელმა, რალფ ლორენცმა წამოაყენა იდეა მარსის გაბურღვის შესახებ, რათა პლანეტების კლიმატზე მზის გლობალური ზეგავლენა გაირკვეს( Icarus. New Scientist).
ითვლება, რომ 1300-1870 წლების შუალედში მცირე გამყინვარების პერიოდი იყო დედამიწაზე. მისი მიზეზი ახლაც უცნობია. დომინანტი ჰიპოთეზების მიხედვით, ამის მიზეზი მზის ატქიურობის შემცირება და ვულკანური ამოფრქვევები უნდა ყოფილიყო(გამყინვარების პერიოდი იგვიანებს…; მზე გამყინვარებით გვემუქრება?!).
ლორენცმა, პირველი ჰიპოთეზის გადამოწმება გადაწყვიტა. თუ მზე ასეთ ზეგავლენას ახდენს დედამიწაზე, მაშინ მისი აქტიურობის ცვლილებები დანარჩენ პლანეტებზეც უნდა აისახოს.
მარსის გაბურღვით მიღებული სინჯის ვერტიკალური ფენები, მარსული კლიმატის ცვლილებებზე შეგვიქმნის წარმოდგენას, როცა დედამიწაზე გამყინვარება იყო. ანალოგიური კვლევით, რომელიც გრენლანდიაში 60 მეტრი სიღრმის ჭაბურღილის საშუალებით ჩატარდა, დედამიწის ისტორიაში მცირე გამყინვარების პერიდის არსებობა დაამტკიცდა.
მეცნიერის აზრით, მზიური რადიაციის ნაკლებობა მარსზე, ტემპერატურის ნახევარ გარადუსზე დაწევას გამოიწვევდა. ამის დასამტკიცებლად(ან პირიქით), მენციერის გამოთვლით, 40 მეტრი სიღრმის ჭაბურღილიც საკმარისი იქნება.
უკვე 2016 წლისთვის, ნასა აპირებს, მარსისკენ დასაშვები აპარატი – InSight(მარსის წიაღის სეისმური, გეოდეზიური და ტემპერატურული მკვლევარი), გააგზავნოს, რომელიც წითელი პლანეტის ქანებს 5 მეტრის სიღრმემდე გაბურღავს.
ექსპერტთა აზრით, მცირე სიღრმის ჭაბურღილი არასაკმარისია კლიმატზე მზის ზემოქმედების ზეგავლენის შესასწავლად, თუმცა, მცირე გამყინვარების პერიოდზე მცირე მინიშნებებს მაინც მოგვცემს(მილანკოვიჩისეული ციკლები).
httpv://www.youtube.com/watch?v=taKmJ1qzpwg