მოყვითალო ვარსკვლავი, ტელესკოპით გადაღებული გამოსახულების ცენტრში, კუროს T-ეს ტიპის კლასის პროტოტიპი ცვალებადი ვარსკვლავია. მასთან ახლოს ჩანს მოყვითალო კოსმოსური ღრუბელი, ცნობილი როგორც ჰაინდის ცვალებადი ნისლეული (NGC 1555). ვარსკვლავი და ნისლეული ჩვენიდან 400 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, უხილავი მოლეკულური ღრუბლის კიდეზე. მათი ელვარება ძლიერ იცვლება, ოღონდ არა ერთი და იგივე დროს, რაც ცის ამ ისედაც საინტერესო მონაკვეთს, კიდევ უფრო მეტ იდუმალებას სძენს. მეცნიერები თვლიან, რომ კუროს T-ეს ტიპის ვარსკვლავები, ევოლუციის ადრეულ ეტაპზე მყოფი მზისმაგვარი ვარსკვლავებია, რამდენიმე მილიონ წელზე მცირე ასაკით. ინფრაწითელ დიაპაზონში ჩატარებულმა დაკვირვებებმა საერთო სურათი კიდევ უფრო გაართულა, კუროს T-სა და მასთან დაკავშირებულ ნისლეულში კიდევ ერთი ვარსკვლავისმაგვარი ობიექტია. წარმოდგენილი ფერადი გამოსახულება 7 სინათლის წლის ზომის სივრცეს იკავებს.
კუროს T და ჰაინდის ცვალებადი ნისლეული
Posted by