კოსმოლოგიური კონსტანტას ახლებური ახსნა

 საკითხის წინა ისტორიაზე, ვინც ამ თემით არის დაინტერესებული, გარკვეული წარმოდგენა უკვე გაქვთ, ამიტომ მხოლოდ ძირითადი მომენტები გავიხსენოთ: ვაუუმი, ამ სიტყვის მყისიერი მნიშვნელობით სულაც არ არის სიცარიელე, მასში განუწყვეტლივ ჩნდებიან და ქრებიან ნაწილაკები(ვაკუუმი: ორიგინალური და ყალბი). ენერგია ვაკუუმსაც აქვს, ამას კაზიმირის ეფექტიც ამტკიცებს. თუმცა ამ ენერგიასთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არსებობენ: ხსენებულიდან გამომდინარე, გამოდის, რომ ე.წ. კოსმოსლოგიური მუდმივა(ჰაბლის კანონი), დაკავშირებული ბნელ ენერგიასთან 10120-ჯერ მეტი უნდა იყოს, ვიდრე ამას სამყაროს გაფართოებაზე დაკვირვებები გვიჩვენებენ(Ars Technica.).

kosmol mudmiv samkaro ornairi
ჩვენი სამყარო შეიძლება არ იყოს ის, რომელიც მარჯვნივაა, ალბათ, მარცხნივ ნაჩვენები უფროა.

 ძალიან ბევრს კოსმოლოგიური მუდმივას თეორიული და რეალური განსხვავება არ მოსწონს, მით უმეტეს ასე არალამაზად დიდი რიცხვით. მართლაც, რატომ არის ვაკუუმის ენერგია ასეთი მცირე?

 აინშტაინისეული იდეები დრო-სივრცის შესახებ ამბობენ: სხეული, რომელსაც გააჩნია მასა, დრო-სივრცეზე ზემოქმედებს, ამრუდებენ მას. თან მასა და ენერგია ერთი და იგივე მედალის სხვადასხვა მხარეა, ამიტომ ორივე ამრუდებს. ყველას ყველაფერი ასეთი მარტივი ეგონა, თუმცა რაც გაირკვა, რომ ვაკუუმი საკმაოდ მშოფთვარე რამაა, რომელშიც ყოველ წამში ნაწილაკთა უამრავი რაოდენობა იბადება და ქრება, ამ კონცეფციის მიმართ კითხვებამა თავისთვად დაიწყეს გამოჩენა.

 თუ კოსმოსური სივრცის ვაკუუმს ენერგია გააჩნია, მაშინ მან დრო-სივრცე უნდა გაამრუდოს. თეორიულად მას მთელი სამყაროს პატარა სფეროდ გადაქცევა(ან წეეტილად) ან ისეთი სიჩქარით გაფართოება შეუძლია, რომ ვერცერთი ვარსკვლავი ვერ მოასწრებდა ფორმირებას. ამ ვარიანტებს შორის განსხვავება იმით შეიძლება აიხსნას, როგორს ჩავთვლით ვაკუუმის ენერგიას – დადებითს თუ უარყოფითს. ყველა შემთხვევაში ვაკუუმის ენერგიის გათვალისწინებას ისეთ დიდ მაჩვენებლამდე მივყავართ, რომ დღევანდელი სამყარო თავისი ვარსკვლავებითა და სხვა დანარჩენით, ვერ იარსებებდა. ეს სურათი ნამდვილად არ ემთხვევა იმას, რასაც სინამდვილეში ვხედავთ.

 ამიტომ, როცა სამყაროს დამზერადი გაფართოებიდან და სხვა მაჩვენებლებიდან კოსმოლოგიური მუდმივას მნიშვნელობა გამოგვყავს, საგონებელში ვვარდებით: მუდმივა მცირეა და მისი  მნიშვნელობა დადებითია. მაშინ რატომ არ ამრუდებს ვაკუუმი დრო-სივრცეს ზემოთ ხსენებულ უმსგავსოებამდე?

 ჩვეულებრივ, როცა ვინმეს უნდა ვაკუუმის ენერგიის ფარდობითობის ზოგად თეორიასთან გაერთიანება, იძულებულია გარკვეული კორექტივები შეიტანოს – წინააღმდეგ შემთხვევაში 10120-სგან ვერსად წავა. არა, კორექტირების გაკეთება არ არის ძნელი, თუმცა საიდან მოვიდა ეს კორექტირება?

 ნემანია ქალოპერისა(კალიფორნიის უნივერსიტეტი, რივერსაიდი, ა.შ.შ.) და ანტონიო პადიას(ნოთინჰემის უნივერსიტეტიდან,ბრიტანეთი) ახალ ნამუშევარში ფარდობითობის ზოგადი თეორიის მოდიფიკაცია არის წამროდგენილი, რომელიც ასეთ პატარა და დადებით კოსმოლოგიურ მუდმივამდე თვისთავად მიგვიყვანს.

 კოსმოლოგიური მუდმივა უნდა განვიხილოთ როგორც ვაკუუმის საშუალო წილი მთელს დრო-სივრცულ კონტინუუმში, ამბობენ მეცნიერები, ანუ სამყაროს ყველა წეერტილში მთელი მისი არსებობის განმავლობაში. გავითალისწინებთ თუარა ამას, ვაკუუმის ლოკალური ენერგია სამყაროს კონკრეტულ წერტილში განტოლებებში ორჯერ გაჩნდება – ორივე მხარეს ტოლი, ოღონდ საპირისპირო ნიშნებით. უმნიშვნელოა, თვლიან ფიზიკოსები, როგორია ვაკუუმის ენერგია ამ წუთას, ის მაინც გაამრუდებს დრო-სივრცეს, რადგან ერთდროულად ერთი მხრიდან მარჯვენა ხელით, მეორე მხრიდან კი მარცხენათი უბიძგებს მას.

 მაშინ რა ხსნის კონსტანტის არსებობას? ასეთ შემთხვევაში ის ხომ ნულის ტოლი უნდა იყოს? ქალოპერისა და პადიის თვალსაზრისით, კონსტანტის დამზერადი ნარჩენი სიდიდე მთელი სამყაროს დრო-სივრცისათვის ვაკუუმის ენერგიის საშუალო „ისტორიული“ წილია. ანუ ყველა ფლუქტუაციებს მთელს ვაკუუმში დასაბამიდან ამ მომენტამდე იმ კოსმოლოგიურ მუდმივაში შეაქვვთ თავისი წილი, რომლესაც ჩვენს გარშემო ვხედავთ(ანუ გაფართოებად სამყაროში).

 თუ ყველაფერი ასეა, სამყაროს გაჩენისას და ახლა, მუდმივა განსვავებული იყო. ადრეულ სამყაროში, მეცნიერთა ვარაუდით, კოსმოლოგიური მუდმივა ძალიან დიდი იყო, რამაც ინფლაცია, სამყაროს მკვეთრი გაფართოება გამოიწვია. მოგვიანებით, როცა სამყარო გაცივდა, მუდმივას მნიშვნელობა შემცირდა, კიდევ უფრო მოგვიანებით კი ნიშანსაც კი შეიცვლის და სამყაროს შეკუმშვისკენ უბიძგებს.

kosmol mudmiv samkaro ornairi ti vicocxlet iqamde
კოსმოლოგიური მუდმივას ასეთი სექვესტრირებიდან სამყაროს მომავალი შეკუმშვა გამომდინარეობს. საინტერესოა, მოესწრება თუ არა ამ სასიამოვნო მომენტს ვინმე?

 ამ ჰიპოთეზიდან გამომდინარეობს სამყაროს არსებობის სასრულობა სივრცეში, რასაც სენსაციას ვერ ვუწოდებთ, ასევე დროში. ეს კი სამყაროს დღევანდელი სურათისგან არსებითად განსხვავდება, ადრე ხომ, აჩქარებული გაფართოების დროს, დროების დასასრული შეუძლებელ ვარიანტად ითვლებოდა.

 როგორ დავამტკიცოთ ეს? „შეკუმშვის დაწყებისთვის დაცდის“ ვარიანტი მაშინვე გამოირიცხება, რადგან მეცნიერთა გამოთვლებით, ის 100 მლრდ. წლის მერე დაიწყება. იდეის შემოწმების ალტერნატიული ვარიანტია დრო-სივრცის ქმედების შედარება, ასტრონომიული დაკვირვებებით სამყაროს არსებობის სხვადასხვა ეპოქაზე, ცვლადი კოსმოლოგიური კონსტანტას იდეასთან. თუმცა, რომელი მხრიდანაც არ უნდა მივუდგეთ ამ ამოცანას, კოსმოსზე დაკვირვებით მისი მართებულობის დამტკიცება ძალიან ძნელი იქნება.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.