ნასას სპეციალისტები ”კეპლერის” გამოსაცოცხლებლად ძალას არ იშურებენ და გარკვეულ წარმატებებსაც მიაღწიეს(PhysOrg). ამა წლის მაისში ეკზოპლანეტებზე მონადირე ორბიტალურმა ტელესკოპმა ზუსტი ორინეტირების უნარი დაკარგა, რაც მეოთხე მქნევარა თვალის(გიროსკოპის) მწყობრიდან გამოსვლის გამო მოხდა. მეორე მქნევარა თვალის უმოქმედოდ დარჩენასთან ერთად აპარატის მთავარი მისია – ეკზოპლანეტების ძებნა, საშიშროების ქვეშ დადგა.
18 ივლისიდან დაწყებული ნასას სპეციალისტებმა მოწყობილობის ტესტირება ჩაატარეს. დადგინდა, რომ №4 მქნევარა თვალს ბრუნვა შეუძლია, ოღონდ ერთი მიმართულებით. მქნევარა თვალი №2 უფრო ნაკლებადაა დაზიანებული და ორივე მხარეს შეუძლია ბრუნვა.
უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ინჟინრები ტესტირებით მიღებულ მონაცემებს შეისწავლიან და ტელესკოპის აღდგენისათვის საჭირო მომდევნო ნაბიჯების გადასადგმელად მოემზადებიან. გადამწყვეტი მნიშვნეობა აქვს მქნევარა თვლების ხახუნს: თუ ის ძლიერი აღმოჩნდა, მაშინ წარმოქმნილი ვიბრაცია ობიექტზე ზუსტი დამიზნების საშუალებას შეზღუდავს. ასეთ შემთხვევაშიც კოსმოსური ტელესკოპი უსაქმოდ არ დარჩება: მას ასტეროიდების ძებნასა და სხვა ამოცანებზე გადაწყობა შეუძლია, რომელბიც ეკზოპლანეტების(როგორ ეძებდნენ ეკზოპლანეტებს) ძებნისათვის საწირო მაღალ სიზუსტეს არ მოითხოვენ(“კეპლერის“ საპლანეტათშორისო შედეგები: ნადირობა გრძელდება).
იტრიალე ბორბალო: ”კეპლერი” ცოტა მომჯობინდა
Posted by