თანამგზავრიანი ასტეროიდი

 ასტეროიდი 1998 QE2-ის დედამიწასთან მოახლოება შეუმჩნეველი არ დარჩენილა.  29 მაისს პროფესიონალი და მოყვარული ასტრონომები ჩვენს პლანეტასთან ასტროიდი 1998 QE2-ის მოახლოებას აკვირდებოდნენ. იმ დღეს საკმაოდ თავისებური ასტეროიდი დედამიწასთან 5,8 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოვიდა(დედამიწა-მთვარის 15 დისტანცია). ასტეროიდის დიამეტრი 2,7 კილომეტრს შეადგენდა. უნიკალური კი ის იმითაა, რომ მას საკუთარი 600 მეტრიანი თანამგზავრი გააჩნია. შესაძლებელია, რომ ”წყვილის” მიმართ სწორედ ამიტომ იყო ასე მძაფრად გამახვილებული ასტრონომტა ყურადღება.
 მაქსიმალური მოახლოებისას, ასტეროიდი 1998 QE2 და მისი თანამგზავრი მკაფიოდ და ელვარედ სამოყვარულო, კარგი აპერტურის ტელესკოპებშიც(როგორ მუშაობს ტელესკოპი) კი ჩანდნენ(ვიდეო).
asteroid_1998 QE2 golstounitasteroid_1998 QE2 ამერიკული კოსმოსური სააგენტოს წარმომადგენელთა თქმით, ასტეროიდის დედამიწასთან მომავალი მოახლოება 2028 წლის 12 ივლისს მოხდება, როცა ის პლანეტას 73 მილიონი კილომეტრის მანძილზე ჩაუფრენს. 1998 QE2 დედამიწელთათვის საშიში არ არის.
ბოლო წლების განმავლობაში ნასას, ასტეროიდების აღმოჩენისათვის საჭირო ბიუჯეტი საგრძნობლად გაიზარდა და ახლა 20 მილიონ დოლარს უტოლდება წელიწადში(საშიშროება კოსმოსიდან).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.