მეცნიერებს ჩვენი სამყაროს გარეგალაქტიკური ფონური სინათლის გაზომვა სურთ.დღეისათვის, მეცნიერებმა ამ სინათლის(Extragalactic background light) შესახებ ბევრი არაფერი იციან, რაც მისი თვისებების დადგენას ართულებს. მკვლევარები ამბობენ, გარეგალაქტიკური ფონური სინათლე ჩვენი სამყაროს მთლიანი რადიაციაა, აკუმულირებული მთელი მისი არსებობის მანძილზე. ის ვარსკვლავებისა და გალაქტიკათა აქტიური ბირთვების გამოსიხვების ხარჯზე გაჩნდა. ამ რადიაციის დაფიქსირება ერთდროულად ულტრაიისფერ, ოპტიკურ და ინფრაწითელ დიაპაზონებშია შესაძლებელი.
მეცნიერთა შეფასებით, ექსტრაგალაქტიკური ფონური სინათლე სამყაროს ”საწვავი მასალების” ხარჯზე ჩნდება. ამ მაჩვენებლის გაზომვა მისი ენერგეტიკული ბალანსის გაზომვაში დაგვეხმარება. სამწუხაროდ, ექსტრაგალაქტიკური ფონური სინათლის პირდაპირი გაზომვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ყოველ შემთხვევაში ძალიან რთულ ამოცანას წარმოადგენს ზოდიაქოს ნათების გამო, რადგან ორივე სინათლე ერთმანეთს ერწყმის(ზოდიაქოს ნათების პანორამა).