ენკეს კომეტა (2P/Encke)

განახლდა: 08/08/2026

 ყველაზე მოკლე პერიოდის მქონე ენკეს კომეტა (2P/Encke), მზის შემოვლას 3,3 წელი ანდომებს. ეს სახელი გერმანელი ასტრონომის, იოჰან ფრანც ენკეს (1791-1865) საპატივცემულოდ შეარქვეს, რომელმაც რამდენიმე კომეტის ორბიტების შესწავლით დაასკვა, რომ ეს ერთი და იგივე კომეტა იყო, რაც მისი მომდევნო გამოჩენის პროგნოზირებითაც დაამტკიცა (1822 წ.).

 სხვა კომეტების მსგავსად, მზესთან პერიოდული მიახლოება მასაც შლის. ბირთვის სავარაუდო ზომა 2 – 4,8 კილომეტრი უნდა იყოს. ასტრონომები თვლიდნენ, რომ აქროლადი ნივთიერებების მარაგი ამ კომეტაზე 2007 წლის მზესთან მიახლოებისას ამოიწურებოდა, თუმცა ასე არ მოხდა. კომეტა აჩქარებით მოძრაობს, რაც ბირთვიდან ამოფრქვეული გაზის რეაქტიული ძალით არის გამოწვეული. აქროლადი ნივთიერებების ამოწურვასთან ერთად, აჩქარებაც მცირდება. ამ კომეტის ფრაგმენტებთან არის დაკავშირებული მეტეორული ნაკადები ბეტა-ტაურიდები და ტაურიდები.

 ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ენკეს კომეტის ფრაგმენტი იყო ტუნგუსკის მეტეოროიდიც, ასევე, დედამიწასთან ახლოს მოძრავი ასტეროდი 2004 TG10.

 ამ ფოტოზე (ფრიც ჰელმუთ ჰემერიჰი) ენკეს კომეტას 3 კუდი აქვს, რადგან იონებისგან შემდგარი ნაწილი ფოტოს გადაღების დროს გაწყდა. უჩვეულო ფორმის კუდების ფორმირების მთავარი მიზეზია მზის ქარის ტურბულენტურობაც.

 1819 წელს, ენკემ თავისი ნაშრომები გამოაქვეყნა და ამ კომეტის შემდეგი გამოჩენის დროც ზუსტად გამოითვალა – 1822 წელი. როგორც სხვა კომეტები, მზესთან ახლოს გავლის მერე ნელ-ნელა ენკეც იშლება. აღმოჩენის მერე ენკეს კომეტამ მასის 85% დაკარგა, ახლა მისი დიამეტრი 2 კილომეტრია. სავარაუდოდ, 2007 წლის მზესთან მიახლოება ბოლო შეიძლებოდაა ყოფილიყო ენკეს ისტორიაში: აქროლადი ნივთიერებების მარაგი ამოიწურა, კომეტას აღარ ეზრდება კუდი და მალე პატარა ასტეროიდად გადაიქცევა. კომეტა აჩქარებით მძრაობს, რაც ამოტყორცნილი გაზების რეაქტიული ძალით არის გამოწვეული. შესაბამისად, აჩქარებაც მცირდება.  მზეზე მომხდარი ერთ-ერთი ამოფრქვევის დროს, ენკეს კომეტას კუდი მოძვრა, რაც არა ნაწილაკების დაჯახებებით, არამედ მაგნიტური ველის ზემოქმედებით იყო გამოწვეული.

 მეტეორიტული ნაკადები ბეტა-ტაურიდები და ტაურიდები ამ კომეტასთანაა დაკავშირებული. არსებობს ჰიპოთეზა, რომლის მიხედვითაც, ტუნგუსკის მეტეოროიდი (118 წლის წინ, ტუნგუსკის მეტეოროიდი ჩამოვარდა) ამ კომეტის დიდი ნამსხვრევი იყო. დედამიწის ორბიტასთან ახლოს მოძრავი ასტეროიდი 2004 TG10-იც ასევე ამ კომეტის ფრაგმენტი შეიძლება აღმოჩნდეს (კუდიანი ასტეროიდები და გზანი კომეტისანი).

ენკეს კომეტის ხილვადობა 2026–27 წელს

 2026 წლის დეკემბრიდან, 2P/Encke თანდათან აკაშკაშდება: საუკეთესო ხილვადობის პერიოდი 2027 წლის იანვრის ბოლოდან, თებერვლის შუა რიცხვებამდეა მოსალოდნელი. ამ პერიოდში კომეტამ შესაძლოა 6 მაგნიტუდას მიაღწიოს და ბინოკლით ხილული გახდეს. ამ პერიოდამდე და მის შემდეგ ის ხილული იქნება ტელესკოპით.

 დეკემბრის დასაწყისიდან 2P/Encke საღამოს ცაზე ორივე ნახევარსფეროში გამოჩნდება. თუმცა, თებერვლის დასაწყისისთვის, საღამოს შებინდებისას ის უკვე ჰორიზონტთან ახლოს იქნება. ამის შემდეგ, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში კომეტას მზის შუქი დაჩრდილავს, ხოლო სამხრეთ ნახევარსფეროში, შესაძლოა, თებერვლის შუა რიცხვებში, დილის ცაზე ცოტა ხნით გამოჩნდეს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.