ეს არის კოსმოსური აპარატი, მოძრავი გეოცენტრულ(ანუ ცენტრში არის დედამიწა) ორბიტაზე. დედამიწის გარშემო ორბიტაზე სამოძრაოდ აპარატის საწყისი სიჩქარე ტოლი ან მეტი უნდა იყოს პირველ კოსმოსურ სიჩქარეზე(8 კმ/წმ.). თანამგზავრების ფრენა დედამიწის ზედაპირიდან რამდენიმე ასეულ ათას კილომეტრამდე ხორციელდება. ფრენის სიმაღლის ქვედა ზღვარი ატმოსფეროსთან დამამუხრუჭებელი ხახუნის თავიდან აცილების აუცილებლობითაა განპირობებული. ორბიტაზე ბრუნვის პერიოდი ფრენის საშუალო სიმაღლეზეა დამოკიდებული და ნახევარი საათიდან რამდენიმე წელს შეადგენს.
იმისათვის, რომ კარგად გავერკვეთ თუ რა გვეხმარება მაღალი ხარისხის კომუნიკაციის დამყარებაში, დედამიწაზე მოსალოდნელი საფრთხეების დადგენაში, საიჭიროა ცოტა რამ მაინც ვიცოდეთ დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების შესახებ.
თანამგზავრი ეს არის ადამიანების მიერ შექმნილი ხელოვნური ობიექტი, რომელიც ორბიტაზე სხვადასხვა მიზნებისა და მისიებისთვის იგზავნება. ისინი ნახევრად დამოუკიდებელ, კომპიუტერის მიერ კონტროლირებად სისტემას წარმოადგენენ, აკონტროლებენ როგორც მთლიან ორბიტას ასევე ელექტროენერგიასა და სხვა . არსებობს სხვადასხვა ტიპის სატელიტები: სამხედრო, სამოქალაქო, დედამიწის სადამკვირვებლო თანამგზავრები, საკომუნიკაციო, სანავიგაციო, ამინდისა და სხვადასხვა კვლევებისათვის საჭირო თანამგზავრები. საერთაშორისო კოსმოსური სადგური, სადაც ასტრონავტები იმყოფებიან, ასევე დედამიწის თანამგზავრს წარმოადგენს(ყველაზე დიდ ხელოვნურ თანამგზავრს). თანამგზავრებს დედამიწის სხვადასხვა წერტილებსა და სიმაღლეებზე განალაგებენ, დაბალ ორბიტაზე, პოლარულ ორბიტასა და გეოსტაციონალურ(ძირითადათ საკომუნიკაციო და სანავიგაციო) ორბიტაზე.
დედამიწის პირველი ხელოვნური თანამგზავრი 1957 წლის 4 ოქტომბერს ორბიტაზე საბჭოთა კავშირმა გაიყვანა, ეს იყო „სპუტნიკ 1“. მისი დახმარებით მეცნიერები დედამიწის ორბიტაზე მომხდარ ცვლილებებს სწავლობდნენ. ”სპუტნიკის” მისია წარმატებით განხორციელდა, რასაც ერთ თვეში ”სპუტნიკ 2” მოყვა, რომელმაც ცოცხალი მგზავრი, ძაღლი სახელად ლაიკა წაიყვანა. მალევე 1958 წელს ამერიკამაც გაუშვა საკუთარი თანამგზავრი – „მკვლევარი 1“ და მას შემდეგ დაიწყო ამ ორ მოწინავე და ერთმანეთის მეტოქე ქვეყანას შორის ბრძოლა, არცერთი არ თმობდა პირველობას და გამუდმებით იბრძოდნენ გამარჯვებისთვის ეგრეთ წოდებულ „კოსმოსურ რბოლაში“. ამერიკისა და რუსეთის შემდგომ 50-ზე მეტმა ქვეყანამ დაიწყო საკუთარი სატელიტების შექმნა და გაშვება. უკანასკნელი მონაცემებით დედამიწის ორბიტაზე 8 300 თანამგზავრია, აქედან 3000-მა სატელიტმა თავისი სამსახურეობრივი მისია ამოწურა და სრულიად უფუნქციო, კოსმოსის ნაწილი გახდა(კოსმ.ნაგავი(თანამგზავრი იონური ძრავით)).
ავტორი: თეო ჯაფარიძე.
დედამიწის ხელოვნური თანამგზავრები
Posted by
თეო მუჯგირ გიჭარ სა