დაისონის სფერო გაქრა?

 გერმანელმა, ესტონელმა, ამერიკელმა და რუსმა ასტრონომებმა, KIC 8462852-ის პერიოდული ცვლილებები ვერ აღმოაჩინეს, რასაც ამ ვარსკვლავის გარშემო, უცხოპლანეტელთა მიერ აგებულ ე.წ. დაისონის სფეროს უკავშირებდნენ (arxiv.org).

daison sfero მენციერებმა, ზონებერგის ობსერვატორიიდან მიღებული მონაცემები გამოიყენეს და დაადგინეს, რომ 1934-1995 წლების განმავლობაში ამ ვარსკვლავის ნათობა არ შეცვლილა, რითაც თავიანთი კოლეგების მიერ გაკეთებული დასკვნები უარყვეს. დასკვნები, რომლებიც ”კეპლერიდან” მიღებულ მონაცემებს ეყრდნობოდა. დისკუსიები KIC 8462852-თან დაკავშირებით, უკანასკნელი წლის განმავლობაში დაიწყო. გადამოწმდა ის ძველი ფოტოფირფიტები, რომლებზეც ამ ვარსკვლავის გამოსახულებაც არის მოხვედრილი, მაგრამ ახლა ჩატარებული კვლევა სხვა შედეგს იძლევა.

daisonis sfero varskvlavtan mgoni ვარსკვლავი KIC 8462852, გედის თანავარსკვლავედის მიმართულებით, დედამიწიდან 1480 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს. მისი მასა და რადიუსი დაახლოებით 1,5-ჯერ მეტია მზისაზე. ის იმით გახდა საინტერესო, რომ, როგორც ზოგიერთი ასტრონომი ვარაუდობს, მისი ელვარება მკაცრი პერიოდულობით, 22 პროცენტით იცვლება. ეს მოვლენა, ვარსკვლავის ორბიტაზე მოძრავი უამრავი კომეტით აიხსნება (თუ ასეა, ძალიან დიდი რაოდენობით, 650 ათასამდე), ან ჰიპოთეზით, გიგანტური ზომის, ხელოვნურად შექმნილი ნაგებობის შესახებ (კიდევ ამ ვარსკვლავის შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.