ევროპის კოსმოსური სააგენტოს მკვლევარებმა და გერმანიის კომპიუტერული გრაფიკის სპეციალისტებმა, ვიდეორგოლი შექმნეს, რომელიც მარსზე ფრენის დემონსტრირებას ახდენს. სამგანზომილებიანი ლანდშაფტი რეალურ მონაცემებზეა შექმნილი, რომლებიც მარსის ორბიტაზე მდებარე ავტომატურმა სადგურმა „მარს-ექსპრესმა“ გადმოსცა და წითელი პლანეტის რელიეფს რეკორდული სიზუსტით იმეორებს (ESA).
რელიეფის სამგანზომილებიანი რუქის შესადგენად, მეცნიერებმა მაღალი გარჩევადობის კამერით გადაღბული ფოტოები გამოიყენეს. ორბიტაზე მოძრაობისას, „მარს-ექსპრესი“ ერთი და იგივე მონაკვეთს სხვადასხვა წერტილებიდან იღებდა, რითაც სტერეოგამოსახულებებს აკეთებდა. ამაზე დაყრდნობით, თავის მხრივ, სიმაღლეების რუკა შედგა, რომელიც კომპიუტერული მოდელის საფუძვლად იქცა.
ეს ვიდეორგოლი ხსენებული აპარატის მარსზე მუშაობის ათი წლის თავს ეძღვნება. ის, დედამიწიდან 2003 წლის 3 ივლისს, კოსმოსდრომ ბაიკანურიდან გაუშვეს, რაკეტამატარებლის „საიუზ-ФГ“-ს საშუალებით, ამაჩქარებელი ბლოკით „ფრეგატი“. „მარს-ექსპრესი“, წითელი პლანეტის ორბიტაზე იმავე წლის 25 დეკემბერს გავიდა (მარსის ორბიტული მზვერავები).