10 ოქტომბერს, ჩამავალი მზის სხივები ახალ ტელესკოპში აირეკლა. მისმა სეგმენტირებულმა სარკემ დაისის გადაბრუნებული გამოსახულება მოგვცა – ბნელი ჰორიზონტი ზემოთ ჩანს, ხოლო ფერები – ქვემოთ. ეს როკე-დე-ლოს-მუჩაჩოს ობსერვატორიაა, კუნძულზე ლა პალმა, კანარის არქიპელაგში. სეგმენტირებული სარკის დიამეტრი 23 მეტრია, ჩასმული დიდი ტელესკოპი 1-ის ღია კონსტრუქციაში და ჩერენკოვის ტელესკოპთა მასივის(ჩტმ) პირველ კომპონენტს წარმოადგენს. ტელესკოპთა უმრავლესობისთვის ატმოსფერო ხარვეზების წყაროს წარმოადგენს, რადგან ამრუდებს, აბნევს და შთანთქავს სინათლეს. ძალიან მაღალი ენერგიის გამა სხივების რეგისტრაციისთვის შექმნილი ჩერენკოვის ტელესკოპებისთვის კი ატმოსფერო აუცილებელია. ატმოსფეროს ზედა ფენებში შემოჭრილი გამა სხივები, სხვადასხვა ნაწილაკებისგან შემდგარ წვიმას წარმოქნის. ყველა სარკის საერთო ფოკუსში მოთავსებული სწრაფადმოქმედი კამერა მოკლე ანთებების გამოსახულებებს გვაძლევს, რომელსაც ჩერენკოვისეულ ნათებას უწოდებენ, მას ატმოსფეროში მოძრავი ნაწილაკების წვიმა აჩენს. ანთებები საშუალებას იძლევა გავიგოთ გამა სხივების მოსვლის მიმართულება და წყარო. ჩტმ-ს კიდევ 100 ტელესკოპი შეუერთდება, რომლებიც დედამიწის ორივე ნახევარსფეროში აშენდება(ჩერენკოვის გამოსხივება; ტელესკოპი H.E.S.S. II).
ახალი გამა ტელესკოპი
Posted by