შეჯახება გარდაუვალია

 ასტრონომთა პროგნოზით, ჩვენი გალაქტიკის კოლოსალური შავი ხვრელი მალე კარგად დანაყრდება. სწრაფად მოძრავი გაზურმტვროვანი ღრუბელი, რომლის წარმომავლობა გაურკვეველია, ზემასიურ ხვრელთან – მშვილდოსნის A(Sagittarius A),  შესაჯახებელ გზას ადგას. ხვრელის მასა 4 მილიონი მზის მასის ტოლფასია.

ჯეტების კვალი მშვილდოსანში

 ასტრონომებმა მშვილდოსნის A-ს შავ ხვრელთან ჯეტების(მატერიის მძლავრი ამონაფრქვევი, ჭავლი) კვალი აღმოაჩინეს. ლაპარაკია ჩვენი გალაქტიკის ცენტრში მყოფ ზემასიურ შავ ხვრელზე(arXiv.org).

ზემასიური შავი ხვრელი ახალი ვარსკვლავების გაჩენას აფერხებს

 ყველა დიდი გალაქტიკის საფუძველში ზემასიური შავი ხვრელი დევს, თუმცა თანაფარდობის დადგენას მის მასასა და სიჩქარეს შორის, რომლითაც გალაქტიკაში ახალი ვარსკვლავები ფორმირდებიან, ასტრონომები უკვე ათ წელზე მეტია ვერ ახერხებდნენ(Nature).

შავი ხვრელები ძირითადათ ორმაგი ვარსკვლავებით იკვებებიან

 ასტრონომებმა დაადგინეს, რომ ზემასიური შავი ხვრელები ორმაგი ვარსკვლავების ნაწილებით ”იკვებებიან” და არა გაზით, მტვრითა და მარტოხელა მნათობებით, როგორც აქამდე ითვლებოდა(The Astrophysical Journal. მოკლედ იუტას უნივერსიტეტის პრეს-რელიზში).

შავი ხვრელი მარკარიან 509

გამოიყენეს რა ერთბაშად ხუთი კოსმოსური ტელესკოპი, ასტრონომებმა გაარკვიეს შავი ხვრელის მიერ მისი შემომფარგვლელი გარემოდან ნივთიერებების შთანთქმის მექანიზმის დეტალები. ამის შესახებ წერს ჟურნალი Astronomy and Astrophysics, მოკლედ კი ნიდერლანედების კოსმოსური კვლევის ინსტიტუტის საიტი.

 

როგორ გაჩნდნენ ზემასიური შავი ხვრელები?

ასეულობით გალაქტიკაზე 5 წლიანი დაკვირვებების მერე, ასტრონომებმა დაასკვნეს, რომ შავი ხვრელების უმრავლესობა გალაქტიკების შერწყმის დროს არ გაჩენილან. მათ უმრავლესობას ცენტრში ზემასიური ხვრელი აქვს. ზოგჯერ ამ ხვრელების მასა რამდენიმე მილიარდჯერ აჭარბებს მზის მასას. ისინი პერიოდულად აქტიურები ხდებიან ხოლმე.