
ასტრონომებმა გალაქტიკური გროვა Abell 2744-ის ფორმირების დეტალები გაარკვიეს. ამ ობიექტის კვლევა რამდენიმე ტელესკოპით ხდებოდა, რომლებიც სხვა და სხვა დიაპაზონებში მუშაობენ. გაირკვა, რომ ეს გროვა გალაქტიკების, გაზებისა და ბნელი მატერიის შემცველი ოთხი გროვას შეჯახებით ჩამოყალიბდა.
კოსმოსური ”სიმები” – ეს არის ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთშორის სივრცეებში განაწილებული გაზი. უცნაურია, რომ ყველა ასეთი ძაფი ერთნაირი სიგანისაა, რაც მათი ფორმირების საიდუმლოს ამოხსნის გასაღებია. ეს ძაფები უზარმაზარი ზომისაა, ათეულობით სინათლის წლის, ხოლო მათ გასწვრივ, ყველაზე შესქელებულ ადგილებში, ვარსკვლავური გროვები იმყოფებიან. ერთი ასეთი გროვა არწივის თნავარსკვლავედში ასემდე ახალგაზრდა ვარსკვლავს შეიცავს.
ჩვენი გალაქტიკა — ირმის ნახტომი. ამ ხელოვნურად შეფერადებულ პანორამულ ფოტოზე ის გვერდხედით მოჩანს. ეს არის მიკროტალღური გამოსხივების მონაცემებით შედგენილი მთლიანი ცის რუქა, პლანკის სახელობის კოსმოსური ობსერვატორიის ერთი წლის მუშაობის შედეგი.