როგორ გამოიყურებოდნენ პირველი გალაქტიკები?
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
როგორ გამოიყურებოდნენ პირველი გალაქტიკები?
ახალი დათარიღება ასტრონომებს გალაქტიკების ევოლუციის უკეთ გაგებაში დაეხმარებათ. ბალტიმორის კოსმოსური კვლევების ინსტიტუტის(ა.შ.შ.) ასტრონომები ჩვენი გალაქტიკის ფორმირების ზუსტი დროის დადგენას ცდილობენ, ისეთ ფორმაში, როგორიც ის ახლა არის. გარდა ამისა, სპეციალისტების თქმით, ირმის ანხტომის ისტორიის შეწავლით მეზობელი გალაქტიკების ევოლუციური პროცესების გაგებაცაა შესაძლებელი.

გამა-ანთებამ GRB 090323 მეცნიერებს საშუალება მისცა კარგად დაეთვალიერებინათ ახალგაზრდა სამყაროს დროინდელი გალაქტიკები. მოკლედ ამის შესახებ ევროპის სამხრეთული ობსერვატორიის საიტზე დაიწერა.

ასტრონომებმა გალაქტიკური გროვა Abell 2744-ის ფორმირების დეტალები გაარკვიეს. ამ ობიექტის კვლევა რამდენიმე ტელესკოპით ხდებოდა, რომლებიც სხვა და სხვა დიაპაზონებში მუშაობენ. გაირკვა, რომ ეს გროვა გალაქტიკების, გაზებისა და ბნელი მატერიის შემცველი ოთხი გროვას შეჯახებით ჩამოყალიბდა.
კოსმოსური ”სიმები” – ეს არის ჩვენი გალაქტიკის ვარსკვლავთშორის სივრცეებში განაწილებული გაზი. უცნაურია, რომ ყველა ასეთი ძაფი ერთნაირი სიგანისაა, რაც მათი ფორმირების საიდუმლოს ამოხსნის გასაღებია. ეს ძაფები უზარმაზარი ზომისაა, ათეულობით სინათლის წლის, ხოლო მათ გასწვრივ, ყველაზე შესქელებულ ადგილებში, ვარსკვლავური გროვები იმყოფებიან. ერთი ასეთი გროვა არწივის თნავარსკვლავედში ასემდე ახალგაზრდა ვარსკვლავს შეიცავს.
შეჯახებამ, რომელიც 100 მილიონი წლის წინ დაიწყო და დღესაც გრძელდება, გაზისა და მტვრის ღრუბლებში მილიონობით ვარსკვლავის ჩამოყალიბება გამოიწვია. მათ შორის ყველაზე მასიურებმა უკვე გაიარეს განვითარების მთელი ციკლი და აფეთქდნენ როგორც ზეახალი ვარსკვლავები.
ჩვენი გალაქტიკა — ირმის ნახტომი. ამ ხელოვნურად შეფერადებულ პანორამულ ფოტოზე ის გვერდხედით მოჩანს. ეს არის მიკროტალღური გამოსხივების მონაცემებით შედგენილი მთლიანი ცის რუქა, პლანკის სახელობის კოსმოსური ობსერვატორიის ერთი წლის მუშაობის შედეგი.