როგროც ჩანს, ორმაგ ვარსკვლავთა უმრავლესობა, დიდ დისტანციებზე მყოფი მნათოებები, სინამდვილეში სამმაგები არიან, ან ოდესღაც ასეთები იყვნენ(Space.Com).
ყველაფერი ასტრონომიის შესახებ
როგროც ჩანს, ორმაგ ვარსკვლავთა უმრავლესობა, დიდ დისტანციებზე მყოფი მნათოებები, სინამდვილეში სამმაგები არიან, ან ოდესღაც ასეთები იყვნენ(Space.Com).
ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა ობიექტ ჰერბიგ-ჰარო 46/47-ის ახალი გამოსახულებები მიიღო.
რა გაარკვიეს ფრანგმა ასტრონომებმა ვარსკვლვაების მტვროვანი დისკოების შესახებ?
ორიონის ვარსკვლავების ფერები
ვარსკვლავის ფერს მისი ტემპერატურა განსაზღვრავს. წითელი ვარსკვლავები ცივები არიან, მათი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 3000 კელვინია, ცისფერები გაცილებით ცხელები არიან, ზედაპირის ტემპერატურა 30 000 კელვინს აჭარბებს. ჩვენი ყვითელი ვარსკვლავის, მზის ზედაპირი 6000 კელვინამდეა გაცხელებული. ფერთა განსხვავება, თვალსაჩინოებისთვის, უკეთესად შეიმჩნევა წარმოდგენილ ფოტოზე, რომელზეც ვარსკვლავები გადაღებულია ობიექტივის ფოკუსის საფეხურობრივი ცვლილებით.
მოლეკულარულ ღრუბელზე დაკვირვების დროს, რომელიც Cepheus B-ს სახელითაა ცნობილი და დედამიწიდან 2400 სინათლის წლითაა დაშორებული, გაირკვა, რომ იქ ახალი ვარსკვლავების დიდი რაოდენობით გაჩენის მიზეზი რადიოაქტიური გამოსხივებაა.
კოსმოსურმა ობსერვატორია „ჰერშელი“-მა ცნობილთა შორის ყველაზე ახალგაზრდა ვარსკვლავები გადაიღო(NASA).
მეცნიერთა თქმით, ახალგაზრდა ვარსკვლავები უჩვეულოდ დიდ ზომებამდე შეიძლება გაიზარდონ, მზეზე 10-ჯერ მეტი ზომითა და მასით.
ასტრონომებმა დაადგინეს, რომ სამყაროს პირველი ვარსკვლვები ღერძის გარშემო 100-ჯერ უფრო სწრაფად ტრიალებდნენ, ვიდრე ახლანდელი მათი თანამოძმეები. ამის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა საიტ ScienseNOW-ზე.

ლაპარაკია ვარსკვლავზე Epsilon Aurigae, რომელიც ჩვენგან 2000 სინათლის წლითაა დაშორებული. ყოველ 27 წელიწადში ერთხელ, ვარსკვლავი 680 დღე ბნელდება, რომლისდროსაც მისი სიკაშკაშე ორ–სამჯერ მცირდება. ეს მოვლენა პირველად 1821 წელს აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა იოჰან ფრიჩმა. მხოლოდ ახლა გახდა შესაძლებელი ამუცნაური მოვლენის შესწავლა დეტალებში, 4 ერთმანეთისაგან 300 მეტრით დაშორებული ინფრაწითელი ტელესკპების საშუალებით.