პერსევსის GK – 1901 წლის ახალი ვარსკვლავი

საუკუნის დასაწყისში პერსევსის GK ყველაზე ელვარე ვარსკვლავად იქცა პლანეტა დედამიწის ცაზე. აფეთქების დროს გამოტყორცნილი ნივთიერება გაფართოებას აგრძელებს და ნისლეულად იქცევა, რომლსაც ნისლეული ფეიერვერკი შეარქვეს(ვიდეო).

 

ზეახლის დეტონაციის კომპიუტერული მოდელი

  კომპიუტერულმა მოდელირებამ მეცნიერებს საშუალება მისცათ  Ia-ს ტიპის ზეახლების აფეთქების დროს მოქმედი პროცესები დაენახათ. მკვლევარებმა შედეგები ამერიკის ფიზიკოსთა საზოგადოების სხდომაზე წარმოადგინეს(ბალტიმორში), ხოლო მოკლედ ამის შესახებ საზოგადოების საიტზე დაიწერა(pdf).

ორიონის ვარსკვლავების ფერები

ორიონის ვარსკვლავების ფერები

 ვარსკვლავის ფერს მისი ტემპერატურა განსაზღვრავს. წითელი ვარსკვლავები ცივები არიან, მათი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 3000 კელვინია, ცისფერები გაცილებით ცხელები არიან, ზედაპირის ტემპერატურა 30 000 კელვინს აჭარბებს. ჩვენი ყვითელი ვარსკვლავის, მზის ზედაპირი 6000 კელვინამდეა გაცხელებული. ფერთა განსხვავება, თვალსაჩინოებისთვის, უკეთესად შეიმჩნევა წარმოდგენილ ფოტოზე, რომელზეც ვარსკვლავები გადაღებულია ობიექტივის ფოკუსის საფეხურობრივი ცვლილებით.

ახალი ვარსკვლავები აქტიური მშობლებისგან ჩნდებიან

მოლეკულარულ ღრუბელზე დაკვირვების დროს, რომელიც Cepheus B-ს სახელითაა ცნობილი და დედამიწიდან 2400 სინათლის წლითაა დაშორებული, გაირკვა, რომ იქ ახალი ვარსკვლავების დიდი რაოდენობით გაჩენის მიზეზი რადიოაქტიური გამოსხივებაა.