მართალია თუ არა, რომ ძველ ჩინელებს (გალილეიმდე) ჰქონდათ ოპტიკური ხელსაწყოები?(ჩანდრა)

 ჩინურ ქრონოლოგიებში მოხსენიებულია მზის პროტუბერანცები და ლაქები, რომელთა დანახვა ოპტიკური ხელსაწყოების საშუალებითაა შესაძლებელი.

1)რამდენი გრადუსია მზის ბირთვში და მის ზედაპირზე? 2)როგორც ვიცით კოსმოსში ჟანგბადი არ არსებობს (მცირე რაოდენობით შეიძლება არის),რის ხარჯზე ხდება მატერიის წვა?(ომარი)

1)რამდენი გრადუსია მზის ბირთვში და მის ზედაპირზე?
2)როგორც ვიცით კოსმოსში ჟანგბადი არ არსებობს (მცირე რაოდენობით შეიძლება არის),რის ხარჯზე ხდება მატერიის წვა?(ომარი)

როგორია ჩვენი გალაქტიკის ზემასიური შავი ხვრელის მიზიდულობის ძალა?(თოკო)

უსასრულო, ხვრელთან მეორე კოსმოსური სიჩქარე(დედამიწის მიზიდულობის ძალის გადასალახავად საჭიროა, რომ ობიექტმა იმოძრაოს მეორე კოსმოსური სიჩქარით – 11 კმ/წმ, მზისთვის 600 კმ/წმ. რაც უფრო მასიურია ციური სხეული მით მეტი სიჩქარეა საჭირო მისგან თავის დასაღწევად)…

 

მოქმედებს თუ არა სამყაროს გაფართოება ადამიანებზე?(ბექა)

მეცნიერები თვლიან(უმრავლესობა), რომ სამყაროს გაფართოებას ბნელი ენერგია იწვევს. მის შესახებ ძალიან ცოტაა ცნობილი, პრაქტიკულად არაფერი.

 

 

მზე უფრო დიდია თუ შავი ხვრელი?(ნიკა)

შავი ხვრელი ფაქტიურად წერტილის ზომისაა, წერტილის, რომელსაც სინგულარობას უწოდებენ. თუ მზე დრო- სივრცეს თავისი გრავიტაციით მხოლოდ ფორმას უცვლის, შავი ხვრელი მასში მთლიანად „იძირება“.