რა სიჩქარეებით მოძრაობს მზე და დედამიწა?(ომარი)

 მზის ბრუნვა სხვა ვარსკვლავებზე უკეთაა შესწავლილი. ბრუნვის კუთხური სიჩქარე იცვლება როგორც განედების ასევე სიღრმის მიხედვით, რაც ძირითადათ გარე ფენებში, ნივთიერების ცირკულაციის(კონვექცია) გამო ხდება.

რა არის ბეტა დაშლა?(ბექა)

ეს არის რადიოაქტიური დაშლის ტიპი, განპირობებული სუსტი ურთიერთქმედებით, ცვლის ატომის ბირთვის მუხტს ერთი ერთეულით(არსებობს ორმაგი ბეტა დაშლაც).

არსებობს თუ არა ბოლო ხანს ჩამოვარდნილი ასტეროიდების შესახებ ინფორმცია და სურთები?(ირაკლი)

 2008 TC3– მეტეოროიდი, დიამეტრით 2 დან 5 მეტრამდე. დედამიწას 2008 წლის 7 ოქტომბერს შეეჯახა, გრინვიჩის დროით 02სთ. 46წთ-ზე.

უცხოპლანეტელთა გიგანტური ხომალდები?!(ირაკლი)

ამ გამაოგნებელი ინფორმაციის წყაროდ(ჯერ კიდევ 2010 წლის 29 ნოემბრიდან) ითვლება საიტი beforeitsnews.com. სახელიდანვე ჩანს თუ რამდენად სანდოა ის – ”სანამ ეს სიახლედ იქცევა”(აქ ყველას შეუძლია დადოს ინფრომაცია მის გარშემო მომხდარი მოვლენების შესახებ).

 

ჰიპერსივრცე

პასუხი დასმულ კითხვაზე: ბადრის

ფანტასტიკურ ლიტერატურაში ხშირად ხსენებული ადგილი სამყაროში, სადაც შესაძლებელია მოძრაობა სინათლის სხივის სიჩქარით. შეიძლება შევადაროთ ე.წ. „თხუნელას ხვრელს“ აინშტაინისეულ დრო-სივრცეში, სადაც ზოგიერთი თეორიის მიხედვით შესაძლებელია ტუნელური გადასვლა სამყაროს ერთი ნაწილიდან მეორეში „მოკლე გზით“.