მერკურიზე ყინული ნამდვილად არის

  ახალი მონაცემების ანალიზით, რომლებიც ”მესენჯერმა” გადმოსცა, მერკურის მუდმივი ჩრდილის ქვეშ მყოფ კრატერებში გაყინული წყლის არსებობა დამტკიცდა(Science; NASA).

ყველაზე დიდი ზემასიური შავი ხვრელი?!

  სავარაუდოდ, გალაქტიკათა უმრავლესობის ცენტრში, თუ ყველა სპირალური გალაქტიკის ცენტრში არა, არის სუპერმასიური შავი ხვრელი, რომელიც ზემკვრივი მატერიის თავმოყრის ადგილია და მასით ასეულობით მილიონჯერ, მილიარდჯერაც კი აღემატება მზის მასას.

იონებისა და პროტონების შეჯახებით გლაზმა წარმოიქმნა

 ფიზიკოსებმა, რომლებიც დიდ ადრონულ კოლაიდერზე მუშაობენ, მძიმე იონებისა და პროტონების შეჯახების დროს უჩვეულო ეფექტი აღმოაჩინეს, მსგავსი პროტონ-პროტონული და იონ-იონური შეჯახების დროს დამზერილისა. ამ ეფექტს ნივთიერების განსაკუთრებულ მდგომარეობას – გლაზმას უკავშირებდნენ, თუმცა, მეცნიერები მის აღმოჩენას იონ-პროტონულ შეჯახებებში არ ელოდნენ(arXiv.org).

ჭორები მარსულ სიცოცხლეზე…

  ინტერნეტში ხმა გავრცელდა თითქოსდა ”ცნობისმოყვარეობის” მიერ ”ისტორიული” აღმოჩენის გაკეთების შესახებ. ოფიციალური განცხადება დეკემბრის დასაწყისში გამოქვეყნდება – მანამდე კი ყველა მკითხაობს, თუ რა შეიძლება იყოს ეს(Space.Com).