კოსმოსური ლატე: სამყაროს ფერი

განახლდა: 29/09/2026

 რა ფერისაა სამყარო? უფრო ზუსტად, მთელი ცის ფერების ერთმანეთში შერევისას, რა ფერი ექნება ამ ნარევს? ეს უცნაური კითხვა, ირგვლივ მდებარე გალაქტიკებში ყველაზე გავრცელებული ვარსკვლავების ტიპის განსაზღვრის მცდელობისას გაჩნდა. პასუხი სურათზეა ნაჩვენები – ეს არის კრემისფერი (კოდი #FFF8E7). ასტრონომებმა გამოიყენეს “ჰაბლით” მიღებული ყველა ფოტო, პროგრამით “ჰაბლ დიპ ფილდ (2dF), რომელიც 200 ათას გალაქტიკას ითვლის. მიღებული საშუალო სპექტრი, ელექტრომაგნიტური ტალღების ყველა დიაპაზონს მოიცავს, თუმცა მისი დახასიათება ერთი საშუალო ფერითაა შესაძლებელი. ბოლო 10 მილიარდი წლის განმავლობაში ეს ფერი ნაკლებად ცისფერი გახდა, რადგან წითელი ვარსკვლავები უფრო გავრცელებული ხდება. სამყაროს ფერის საუკეთესო სახელწოდებისთვის შეჯიბრში ისეთი ვარიანტები მონაწილეობდა, როგორიცაა „ცისფერი სპილოს ძვალი“ და „საყოველთაო ბეჟი“, მაგრამ გამარჯვება „კოსმოსურმა ლატემ“ მოიპოვა (ერთგვაროვანი სამყარო; ფრენა ჰაბლის ექსტრემალურად ღრმა სივრცეში).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.