მზის სისტემაში სკაფანდრის გარეშე

განახლდა: 25/09/2026

 კოსმოსი კინოში, როგორც წესი, ეფექტურად კლავს: ადამიანი წამიერად იყინება, ფეთქდება ან ყინულის ნატეხად იქცევა. რეალურად კი ყველაფერი სრულიად სხვანაირადაა, და თითოეულ პლანეტაზე თავისებურად. ზოგან მთავარი პრობლემა თითქმის სრული ვაკუუმია, ზოგან – უძლიერესი წნევა, ხოლო ზოგ პლანეტაზე საერთოდ ვერ იპოვით ზედაპირს ფეხის დასადგამად.

 კლდოვან პლანეტებზე ყველაფერს ატმოსფერო წყვეტს. მერკურს პრაქტიკულად არ აქვს ატმოსფერო, მხოლოდ ძალზე თხელი ეგზოსფერო. დღისით ზედაპირი შეიძლება +430 °C-მდე გათბეს, ხოლო ღამით დაახლოებით −180 °C-მდე გაცივდეს. მაგრამ, ამის შეგრძნებას ადამიანი ვერ მოასწრებს. თითქმის სრული ვაკუუმის გამო, ჟანგბადი სწრაფად დატოვებს სისხლს და ადამიანი გონებას დაახლოებით 10–15 წამში დაკარგავს. თუ ნორმალურ წნევას უახლოესი წუთის ან ორიოდე წუთის განმავლობაში დავუბრუნებთ, გადარჩენის შანსი რჩება. ვაკუუმში სითბო ბევრად ძენლად გადადის, ვიდრე ჰაერში ან წყალში.

 ვენერაზე ყველაფერი ბევრად უარესადაა. ვენერის ზედაპირთან საშუალო ტემპერატურა დაახლოებით +464 °C-ია, ხოლო წნევა დაახლოებით 92-ჯერ აღემატება დედამიწისას. ეს ჰგავს წყლის წნევას დაახლოებით 900 მეტრის სიღრმეზე. თანაც, ატმოსფერო თითქმის მთლიანად ნახშირორჟანგისგან შედგება. ამიტომ ერთდროულად წარმოიქმნება სუნთქვასთან, წნევის მკვეთრ ვარდნასთან და უკიდურესად ცხელ მკვრივ გაზში გაცხელებასთან დაკავშირებული პრობლემები. ვენერის ზედაპირზე კრიტიკული დაზიანებები პრაქტიკულად მაშინვე დაიწყება და წამების ზუსტი რაოდენობის დასახელება შეუძლებელია.

 აღსანიშნავია, რომ ზედაპირიდან დაახლოებით 50 კილომეტრის სიმაღლეზე ყველაფერი ბევრად უფრო მშვიდია: წნევა იქ დედამიწისას უახლოვდება, ხოლო ტემპერატურა სრულიად ასატანი შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ ვენერა, ყველაზე ცხელი პლანეტის რეპუტაციის მიუხედავად, ზოგჯერ განიხილება, როგორც თეორიული საჰაერო სადგურების ადგილი. მართალია, ჟანგბადი იქ მაინც არ არის, ხოლო ღრუბლები გოგირდმჟავას შეიცავს.

 დედამიწა ადამიანის სიცოცხლისთვის ერთადერთი ვარგისი პლანეტაა, აქ ყველაფერი მოულოდნელად კარგადაა. ნორმალური ატმოსფერული წნევის, შესაბამისი ტემპერატურისა და ჰაერთან წვდომის პირობებში ადამიანს კოსმოსური კოსტიუმის გარეშე არსებობა მთელი ცხოვრება შეუძლია.

 ეს არ ეხება მაღალმთიან მწერვალებს, წყლის სიღრმეებსა ან ანტარქტიდის სადარ სიცივეს. მაგრამ პრობლემა იქ უკვე თავად პლანეტაში კი არა, კონკრეტულ პირობებშია.

 ვენერასთან შედარებით მარსი თითქმის მყუდრო ადგილად გამოიყურება. ეკვატორთან ზოგჯერ დღისით ტემპერატურა ნულსაც კი აჭარბებს. მაგრამ ზედაპირთან საშუალო წნევა მხოლოდ 6,4 მილიბარამდეა – დედამიწის ატმოსფერული წნევის ერთი პროცენტზე ნაკლები. ამ გაიშვიათებული ატმოსფეროს შემადგენელის 95% ნახშირორჟანგზე მოდის.

 ასეთი დაბალი წნევის დროს ენასა და ლორწოვან გარსებზე ტენიანობა დუღილს იწყებს, ქსოვილები შეშუპებულია, ტვინი კი ჟანგბადის გარეშე რჩება. გონების დაკარგვა დაახლოებით 10–15 წამშია მოსალოდნელი. დაუყოვნებელი დახმარების შემთხვევაში ადამიანს გადარჩენის თეორიული შანსი კიდევ აქვს, მაგრამ ერთი-ორი წუთის შემდეგ სიტუაცია კრიტიკული ხდება. მარსი, ვენერაზე ბევრად მეგობრული ჩანს, მაგრამ ადამიანის ორგანიზმისთვის მისი ატმოსფერო პრაქტიკულად არ განსხვავდება ვაკუუმისგან.

 გიგანტ პლანეტებს რაც შეეხება, რომელთაც მყარი ზედაპირი არ გააჩნიათ, წარმოვიდგინოთ ადამიანი ატმოსფეროს იმ ფენაში, სადაც წნევა დაახლოებით დედამიწისას უდრის. წინააღმდეგ შემთხვევაში შედარებას აზრი არ აქვს.

 იუპიტერი ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება და მყარი ზედაპირი არ აქვს. ერთი დედამიწის ატმოსფერული წნევის დონეზე ტემპერატურა დაახლოებით −108 °C-ია. იქ სუნთქვისთვის ვარგისი არაფერია, ამიტომ ადამიანი გონებას დაახლოებით იმავე 10–15 წამში დაკარგავს. მაგრამ ამით ვარდნა არ დასრულდება: ქვემოთ გაზი უფრო მკვრივი და ცხელი ხდება, წნევა კი მუდმივად იზრდება. იუპიტერზე ჯერ ჟანგბადის ნაკლებობის გამო გაითიშება ტვინი, და მხოლოდ ამის შემდეგ მზარდი წნევა და ტემპერატურა დაიწყებს სხეულის განადგურებს.

 სატურნიც მსგავსადაა მოწყობილი. მისი ატმოსფეროც ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება, ხოლო ტემპერატურა დედამიწის წნევის დონეზე დაახლოებით −140 °C-თან ახლოს ნარჩუნდება. ჟანგბადის გარეშე ცნობიერება წამებში იბინდება, სანამ სატურნის სიღრმეში წნევა მთავარი პრობლემა გახდება.

 ურანი ყინულოვანი გიგანტია და მისი ატმოსფერო შესამჩნევად ცივია. ერთი ატმოსფეროს წნევის დონეზე ტემპერატურა დაახლოებით −197 °C-ია, ხოლო ზოგიერთ უფრო მაღალ ფენაში −220 °C-ზე ქვემოთ ჩადის.

 ურანის ატმოსფეროს ექსტრემალური სიცივე ადამიანს წამიერად ყინულის ქანდაკებად ვერ გადააქცევს. ბევრად უფრო სწრაფად ჟანგბადის არარსებობა იმოქმედებს. ადამიანი, სავარაუდოდ, გონებას დაახლოებით 10–15 წამში დაკარგავს, ხოლო ძლიერი სიცივე უკვე მეორე პრობლემა გახდება.

 ნეპტუნზე სიტუაცია მსგავსია, მხოლოდ ამინდია კიდევ უფრო უსიამოვნო. მისი ატმოსფერო ძირითადად წყალბადისა და ჰელიუმისგან შედგება მეთანის მინარევით, ტემპერატურა დაახლოებით −200 °C-ზე ნარჩუნდება, ხოლო ქარები დაახლოებით 2000 კმ/სთ-მდე სიჩქარით ქრის. თანაც, მყარი ზედაპირი აქაც არ არის. ადამიანი ღრუბლებში ჩავარდება და თანდათანობით უფრო მკვრივ, ცხელ და მაღალი წნევის მქონე ფენებში მოხვდება. ნეპტუნზე ჟანგბადის ნაკლებობა ცნობიერებას უფრო ადრე გამოურთავს, სანამ ექსტრემალური სიცივე და ქარი ძირითადი სამუშაოს შესრულებას მოასწრებენ.

 ადამიანი ღია კოსმოსში დაცვის გარეშე – ყველაზე პოპულარული კოსმოსური მითი – თითქოს კოსმოსური კოსტიუმის გარეშე ადამიანი მყისიერად გაიბერება და აფეთქდება. არა. ქსოვილები მართლაც დაიწყებს შეშუპებას, მაგრამ კანი საკმარისად მტკიცია იმისთვის, რომ სხეულმა მთლიანობა შეინარჩუნოს. სისხლი სისხლძარღვებშიც არ დაიწყებს ბობოქარ დუღილს. სამაგიეროდ, ძალიან დაბალი წნევის დროს ღია ტენიანობამ, მაგალითად, ნერწყვმა ენაზე შესაძლოა დუღილი დაიწყოს. გაყინვაც არ ხდება წამიერად. ვაკუუმში არ არის ჰაერი, რომელიც სხეულიდან სითბოს სწრაფად წაიღებდა. ამიტომ მერკურიზე ან მარსზე ადამიანი ჟანგბადის ნაკლებობისგან გონებას უფრო ადრე დაკარგავს, ვიდრე გაიყინება. მთვარეზე, სხვათა შორის, დაახლოებით იმავე შედეგს მივიღებდით, რასაც მერკურიზე და მარსზე, უბრალოდ, ის პლანეტა არ არის. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი: უეცარი დერგემეტიზაციის დროს სუნთქვის შეკავება არ შეიძლება. გაფართოებულ ჰაერს შეუძლია ფილტვები სერიოზულად დააზიანოს.

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.