განახლდა: 05/08/2026
მეცნიერებმა მოდელირება გაუკეთეს იმ უჩვეულო მოვლენის შედეგებს, რომელიც 5 აგვისტოს უნდა მოხდეს – 2025 წელს გაშვებული რაკეტა-მატარებელი “ფალკონ 9” მთვარის ზედაპირს შეეჯახება. გათვალისიწნებული იქნა, რომ ეცემოდა არა მონოლითური, არამედ მძიმე შიგთავსის მქონე ცარიელი ობიექტი. ეს ცვლის დარტყმის სურათს: ნამსხვრევების ფართო ღრუბლის თავზე გრძელი და ბასრი „ეკალი“ აიწევს და სწორედ ის შენარჩუნდება ყველაზე ხანგრძლივად.
რაკეტა “ფალკონ 9”, 2025 წლის 15 იანვარს გაუშვეს, რათა მთვარეზე ერთდროულად ორი დასშავები ზონდი — Blue Ghost Mission 1 და Hakuto-R Resilience გაეგზავნა. რაკეტამ ისინი დამოუკიდებელ ფრენაში სტარტიდან 65 და 93 წუთის შემდეგ, რიგრიგობით „გაუშვა“ და უმართავ კოსმოსურ ნაგვად იქცა.
მისია “აპოლოს” რაკეტა-მატარებელ „სატურნის“ ზედა (მესამე) საფეხურებიდან, გამოყოფის შემდეგ, უმეტესობა ასევე პლანეტათშორის სივრცეში გაფრინდა, თანაც ზუსტად მთვარეზე დაცემის ტრაექტორიით. ასტრონავტებმა ზედაპირზე სეისმომეტრები განათავსეს (პლანეტები სეისმოგრაფის ლენტზე), რომელთა დახმარებითაც დარტყმის მომენტებში მთვარისძვრების „მოსმენა“ შეიძლებოდა (“სფეის იქსის” ზემძიმე რაკეტა).
სამწუხაროდ, ეს სეისმომეტრი უკვე დიდი ხანია არ მუშაობს და არც “ფალკონის” ასეთ კატასტროფას გეგმავდა ვინმე – ეს ყველაფერი თავისით მოხდა. კოსმოსური აპარატების მოშრების შემდეგ საფეხურმა ინერციით მოძრაობა განაგრძო და პლანეტის გარშემო ძალიან მაღალ ორბიტაზე დაიწყო მოძრაობა. მისი ყველაზე შორეული წერტილი (აპოგეა) 510 ათასი კილომეტრის მანძილზე მდებარეობდა, მთვარეზე შორს.
რამდენიმე თვის შემდეგ გაჩნდა ეჭვი, რომ დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრს ხელოვნურ ობიექტთან მოულოდნელი შეჯახება ელოდა. სავარაუდო ვარდნის ადგილი მდებარეობს მთვარის უკანა მხარეს, აინშტაინის კრატერის რაიონში, მთვარის დისკოს ზუსტად მარცხენა კიდესთან. ასე რომ, ღამის ცის ფონზე დარტყმის შედეგად აწეული მტვრის კვალის გარჩევის შანსი არსებობს.
ცოტა ხნის წინ, ოსტინში მდებარე ტეხასის უნივერსიტეტის (აშშ) მკვლევრებმა სცადეს შეექმნათ მაქსიმალურად ზუსტი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება ყოფილიყო ეს კვალი და მიღებული სურათი arXiv.org პრეპრინტების სერვერზე ხელმისაწვდომ სტატიაში ჩასვეს. მათ შექმნეს “ფალკონ 9”-ის დეტალური მოდელი მისი ღრუ სტრუქტურის გათვალისწინებით – თხელი კედლების მქონე 13,8 მეტრი სიმაღლისა და 3,7 მეტრი დიამეტრის კორპუსი, ხოლო შიგნით – მძიმე ძრავა, ცარიელი საწვავის ავზები, მილსადენები, ელექტრობა. სავარაუდოდ, ამ ყველაფერის საერთო მასა 3,9 ტონა უნდა იყოს.
მოდელირებულ ვარდნაში რაკეტა ვერტიკალურად, ძრავით ქვემოთ, წამში 2,43 კილომეტრი სიჩქარით დაეცა მთვარეს. ეს დაახლოებით შვიდჯერ უფრო მცირეა, ვიდრე მთვარეზე ჩამოვარდნილი საშუალოსტატისტიკური მეტეორიტის სიჩქარე. მოდელირებამ აჩვენა, რომ დარტყმის მომენტში უჩვეულო ფორმის ამონაფრქვევი ჩნდება: ფართო დაბალი ღრუბელი (დიამეტრი – 366 კილომეტრი, სიმაღლე – 15-20 კილომეტრი) ცენტრალური წვეტიანი შვერილით – მტვრის ვიწრო ვერტიკალური, დაახლოებით 50-კილომეტრიანი სვეტით. ეს სვეტი დარტყმით ატყორცნილი ნივთიერების მხოლოდ მეასედ წილს შეიცავს, მაგრამ სწორედ ის დარჩება შესამჩნევი ყველაზე ხანგრძლივად – დაახლოებით 10 წუთის განმავლობაში.
მეცნიერებმა აღიარეს, რომ რეალობაში სურათი შესაძლოა განსხვავდებოდეს კიდეც საფეხურის ვარდნის კუთხიდან გამომდინარე. ასტრონომები ამ მოვლენის ფოტოებს ისეთი ძლიერი ობსერვატორიებისგან ელოდებიან, როგორიცაა „ჰაბლი“. მოყვარულთა ტელესკოპებში მთვარეზე ჩამოვარდნილი რაკეტის საფეხურის დანახვის იმედი პრაქტიკულად არ არსებობს (თბილისში ამ დროს 10სთ. 35 წთ. იქნება, ანუ დღე).