განახლდა: 17/05/2026
რომელია ყველაზე საინტერესო ობიექტები, რომელთა დანახვაც ღამის ცაზე შეგვიძლია?კარგი ბინოკლით ან პატარა ტელესკოპით, ჩრდილოეთ ნახევარსფეროდან, მესიეს კატალოგის კარგად ცნობილი ობიექტები შეგვიძლია ვიპოვოთ. მათი უმეტესობა სამხრეთ ნახევარსფეროდანაც ჩანს, მაგრამ არა ყველა. სურათიგვიჩვენებს კატალოგში შემავალ ყველა 110 ობიექტს ერთი მასშტაბით – ერთი გადიდებით. შარლ მესიემ (1730-1817) ღამის ცის ობიექტების ჩამონათვალი მე-18 საუკუნეში შექმნა. იგი მოიცავს ზეახლის ნარჩენებს (კიბორჩხალის ნისლეული, M1), სხვა გალაქტიკებს (მაგალითად, ანდრომედა, M31), ნისლეულებს (მაგალითად, ორიონის ნისლეული, M42) და ვარსკვლავურ გროვებს (მაგალითად, პლეადები, M45 – კაშკაშა ახალგაზრდა ღია გროვა).
