განახლდა: 08/02/2018
თქვენ, კოსმოსურ სივრცეში მფრენი კოსმოსური ხომალდი ხართ, მილიარდობით მიკროორგანიზმით ”ბორტზე” – ჩვენეულისგან განსხვავებული დნმ-ის მქონე ბაქტერიები, სოკოები და არქეები. მიკრობიომად წოდებული თანამგზავრების რაოდენობა ჩვენში, ჩვენს უჯრედებზე მეტია. ამ ეკიპაჟის წევრები საზოგადოებას ქმნიან, რომელიც საჭმლის გადამუშავებასა და მტერთან ბრძოლაში გვეხმარება, ხოლო ზოგჯერ, თხევადი გზებით ჩვენი ორგანიზმის ერთი ბოლოდან მეორეში გადაადგილდება. ბევრი რამ, რასაც ჩვენი მიკრობიომი აკეთებს, ჯერ კიდევ დაუდგენელია. თქვენ, კაპიტანი ხართ და ამ გუნდთან, მხოლოდ კარგი დამოკიდებულებით შეძლებთ თქვენი ახლო კოსმოსის კვლევას (სიცოცხლე).