განახლდა: 24/06/2015
პლანეტები რომ ადამიანებად გადაგვექცია, მარსი, ინდიელი იქნებოდა, როგორც მარსული მისია – MAVEN (მარსის ცვალებადი განვითარების ატმოსფეროს მკვლევარი)-ის ჯგუფის წევრები ამბობენ. მარსს, პოლუსებიდან ამომავალი ნაწილაკებისგან შექმნილი იროკეზი აქვს, ასევე, მძიმე ელემენტებისგან შემდგარი ფენა ატმოსფეროს ზედა ნაწილში, და ბოლოს, მზის ქარებისაგან გამოწვეული პერიოდული ”ანთებები”. MAVEN-მა წითელი პლანეტის ატმოსფეროდან ნივთიერებათა გადინების რუკაც შეადგინა.
ატმოსფეროს ზედა ფენებში აღმოჩენილი რკინისა და მაგნიუმის იონების ფენა, როგორც მეცნიერები ამბობენ, კომეტებიდან ამოფრქვეული და მეტეორიტების მიერ შეტანილი მატერიისგან წარმოიქმნება. შედის რა წითელი პლანეტის ატმოსფეროში, ეს მატერია ცხედლება, ორთქლდება და იონიზდება (მარსულ თანამგზავრებს საშიშროება ემუქრებათ…).
MAVEN-მა, მარის ატმოსფეროს პერიოდული ნათებაც დააფიქსირა, რომელიც დედამიწის პოლარულ ნათებას ჰგავს (პოლარული ნათება). ჩვენს პლანეტას გლობალური მაგნიტური ველი გააჩნია, ამიტომ ასეთი ნათება პოლუსებთან არის ლოკალიზებული, მარსზე – დანაწევრებული მაგნიტური ველის შედარებით წლიერი დაძაბულობის მქონე ადგილებში (მისია MAVEN).