მზის სისტემის მერვე და უშორესი პლანეტა. მეოთხე დიამეტრით, ხოლო მესამე მასით. ის დედამიწაზე 17,2-ჯერ მძიმეა, ეკვატორის 3,9-ჯერ მეტი დიამეტრით. პლანეტას სახელი რომაული ზღვის ღვთაების საპატივცემულოდ დაერქვა. მისი ასტრონომული სიმბოლო არის ნეპტუნის სტილიზებული სამკბილა – ψ.
დღე: მაისი 27, 2012
მარსული ნახშირბადი ვულკანური წარმოშობისაა
მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ორგანული ნახშირბადი, რომელიც მარსულ მეტეორიტებშია, ნამდვილად მარსზე ჩამოყალიბდა, თუმცა არა ცოცხალი ორგანიზმების მოღვაწეობით, არამედ პლანეტის წიაღში მიმდინარე ქიმიური პროცესების შედეგად. ნამუშევარი ჟურნალ ScienceExpress-ში გამოქვეყნდა, მოკლედ კი კარნეგის ინსტიტუტის საიტზე.
უდიდეს ტელესკოპს ორი ქვეყანა გაიყოფს
მსოფლიოში ყველაზე დიდი ტელესკოპი SKA(ანტენების მასივი ერთ კვადრატულ კილომეტრზე), ორი ქვეყნის ტერიტორიაზე აშენდება – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და ავსტრალია. ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული მონაწილე ქვეყნების ყრილობაზე, რომელიც ამსტრდამთან ახლოს ჩატარდა. ამის შესახებ NatureNews-ი იუწყება.