ჩვენი გალაქტიკის მილიარდობით ვარსკვლავი

  ასტრონომთა საერთაშორისო ჯგუფმა გამოაქვეყნა ირმის ნახტომის ფოტო, რომელშიც მილიარდზე მეტი ცალკეული ვარსკვკლავის გარჩევაა შესაძლებელი. გამოსახულება მანჩესტერში ასტრონომიის ნაციონალურ კონფერენციაზე 2012 წლის 28 მარტს წარმოადგინეს, იუწყება ედინბურგის უნივერსიტეტის საიტი. მთლიანი გამოსახულებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ვარსკვლავური მასის შორეული შავი ხვრელი

 მეცნიერებმა აქამდე ცნობილთა შორის ყველაზე უფრო შორს მყოფი ვარსკვლავური მასის შავი ხვრელი აღმოაჩინეს. ასეთი ხვრელები ცალკეული ვარსკვლავების გრავიტაციული კოლაფსით წარმოიქმნებიან(The Astrophysical Journal. arXiv.org).

მილიარდობით ეკზოპლანეტა სასიცოცხლო ზონაში

 ახალ კვლევაში ნათქვამია, რომ უნდა არსებობდნენ მილიარდობით სიცოცხლისათვის თავსებადი კლდოვანი სტრუქტურის პლანეტები, მკრთალი წითელი ვარსკვლავების გარშემო.