„შეუძლებელი“ ტიპის გალაქტიკები

 ასტრონომთა ჯგუფმა მოახდინა მონაცემთა შედარება, რომლებიც კომას სახელით ცნობლი გალაქტიკური გროვისკენ მიმართული ორი ტელესკოპიდან (Dragonfly Telephoto Array; კეკ-1) მიიღეს. კლასტერი კომა, ჩვენიდან 300 მილიონი წლის მანძილზე, ბერენიკეს თმების სახელით ცნიბლ თანავარსკვლავედში მდებარეობს, ლომის თანავარსკვლავედის გვერდით. სხვა გალქტიკებისგან განსხვავებით, კლასტერის ახლად აღმოჩენილი გალაქტიკები ღრუბლებს უფრო ჰგვს, ვიდრე მკაფიო მოხაზულობის კოსმოსურ სტრუქტურებს. ისეთივე დიდებია, როგორც ჩვენი გალაქტიკა ირმის ნახტომი (დაახლოებით 60 000 სინათლის ზომით), თუმცა ვარსკვლავების ერთ პროცენტს შეიცავენ. ასტრონომები, ასეთ გალაქტიკებს ზეგაბნეულებსაც უწოდებენ.

 მეცნიერთა აზრით, ასეთი ტიპის გალაქტიკები საერთოდ არ უნდა არსებობდეს, თუ ჩვენ, რა თქმა უნდა, გალაქტიკების ფორმირების პროცესში კარგად ვართ გარკვეული. ამის გამო, ასეთი გალაქტიკების არსებობის ფაქტი ზოგიერთი ჰიპოთეზის გადახედვას გვაიძულებს.

 ტორონტოს უნივერსიტეტის ასტრონომი, რობერტ აბრაჰამის თქმით: „პირველ რიგში უნდა დავაგდინოთ, როგორ გაჩნდნენ ეს უჩვეულო და ჯერჯერობით ჩვენთვის გაურკვეველი კოსმოსური ობიექტები. არიან თუ არა ისინი „შეუმდგარი გალაქტიკები“, რომლებმაც ფორმირება დაიწყეს და მის დასასრულებლად საჭირო მატერია არ ეყოთ. შეიძლება, ისინი ჩვეულებრივ გალაქტიკებს წარმოადგენდნენ, ან ოდესღაც, დიდი გალაქტიკებიდან გამოძევებული ფრაგმენტებია“.

ultra gabneuli komashi

 იელის უნივერსიტეტის ასტრონომი პიტერ ვან დოქუმი, რომელიც ზეგაბნეული გალაქტიკების კვლევას ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ ამ გალაქტიკათა ყველაზე უფრო საოცარი განსაკუთრებულობა ისაა, რომ ისინი სრულ დაშლას გადაურჩნენ: „ისინი ხომ კოსმოსის სქელ, ბობოქარ, ბნელი მატერიით შევსებულ რეგიონებში მდებარეობენ. ანიტომ ჩვენ ვთვლით, რომ ისინი ბნელი მატერიის უხილავი „ფარით“ არიან დაცული, რომელიც მათ გარედან მოქმედი დამანგრეველი ძალების ზემოქმედებისგან იცავს“.

 კალიფორნიის უნივერსიტეტის ასტრონომი, აარონ რომანოვსკი: „თუ ზეგაბნეული გალქტიკის რომელიმე ვარსკვლავთან არსებულ პლანეტაზე მოაზროვნე არსებები ბინადრობენ, ღამის ცაზე ირმის ნახტომისთვის დამახასიათებელ მანათობელ დისკოს ვერ დაინახავენ, რადგან ის ვარსკვლავებით უკიდურესად ღარიბი იქნება“ (გალაქტიკები – სამყაროს ვარსკვლავური კუნძულები).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.