შავი ხვრელები და ნეიტრონული ვარსკვლავები: 218 შერწყმა

განახლდა: 30/03/2026

 რა ხმას გამოსცემს ღრმა კოსმოსში მდებარე, შერწყმის პროცესში მყოფი ორი შავი ხვრელი?მექანიკური ტალღები ვაკუუმში ვერ ვრცელდება, გრავიტაციულ ტალღებს კი ეს შეუძლია. 2015 წელს, ჩვენ პირველად შევძელით მათი „გაგონება“, რითაც ალბერტ აინშტაინის ერთ-ერთი თეორიული პროგნოზი დადასტურდა. სურათზე თითოეული კვადრატი წარმოადგენს გრავიტაციული ტალღების ერთ-ერთ დეტექციას, რომლებიც კოლაბორაცია LIGO-VIRGO-KAGRA-ს მიერ გამოცხადდა. გრაფიკები გვიჩვენებს, თუ როგორ ჩქარდება ორმაგ სისტემებში ორბიტული მოძრაობა შერწყმამდე, ეფექტი, რომელიც „ჭიკჭიკის“ სახელით არის ცნობილი.

 მცირე მასის შავი ხვრელების შერწყმით წარმოქმნილი გრავ. ტალღბის სიხშირე 10-დან 1000 ჰერცამდეა (ინფრაბგერა), ანუ ადამიანის სმენის მიღმაა. ამ ვიდეოში სიხშირე ხელოვნურად არის გაზრდილი.

 ნეიტრონული ვარსკვლავების რაოდენობა, შავი ხვრელების რაოდენობას კარგად აჭარბებს, მაგრამ აღმოჩენილი მოვლენების უმეტესობა ბინარული (ორმაგი) შავი ხვრელების შერწყმაა. ეს იმიტომ ხდება, რომ შავი ხვრელები გაცილებით მასიურია (მინიმუმ 2–3 მზის მასა), მათი სიგნალები კი ძლიერი, მათი აღმოჩენა დიდი მანძილიდანაც არის შესაძლებელი. ეს მოვლენები საკმაოდ იშვიათია, თუმცა, სამყაროში ისინი მუდმივად ხდება (კიდევ გრავიტაციული ტალღების შესახებ).

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.