განახლდა: 15/09/2026
პლუტონის ყველაზე დიდი თანამგზავრის, ქარონის ზედაპირზე მთები, კანიონები, მეწყრის ჩამოსვლის ადგილები და სხვადასხვა ფერის მქონე უბნები დაიმზირება. მათ შორის ყველაზე გამორჩეულია კანიონი არგო (Argo Chasma). როგორც ჩანს, ის ყველაზე ღრმა კანიონია მზის სისტემაში.

სრული მოულოდნელობა იყო ”ნიუ ჰორაიზონსის“ (ახალი ჰორიზონტები/NASA) მიერ პლუტონსა და ქარონზე გეოლოგიური აქტიურობის კვლების აღმოჩენა, რადგან ითვლებოდა, რომ ეს, ცივი, ყინულით დაფარული კლდოვანი სხეულებია. მათი წიაღი გაცივებული უნდა იყოს, რადგან გათბობის რაიმე თვალსაჩინო მიზეზები არ ჩანდა. ბირთვი ძალიან პატარაა, ჩამოყალიბების დროინდელ სითბოს ვერ შეინახავდა. პლუტონისა და ქარონის ორბიტები მათ ბრუნვასთან არის სინქრონიზებული, ამიტომ ვერც მოქცევის ძალები გაათბობდა მის წიაღს. მეცნიერები, კრატერებით დაფარული ხნიერი ზედაპირის ნახვას ელოდნენ. აღმოჩნდა, რომ ზედაპირი საკმაოდ ახალგაზრდაა – არც თუ ისე დიდი ხნის წინათ (კოსმოსური მასშტაბებით), ობიექტი გეოლოგიურად აქტიური იყო.

ქარონის ეკვატორიდან ჩრდილოეთით, კანიონთა დიდი სისტემაა, არგო კი მისი ნაწილია. სისტემა 1600 კილომეტრზე ვრცელდება და ალბათ ზედაპირის უხილავ მხარეზეც გრძელდება. კარგი რაკურსით გადაღებით კონტრასტული გამოსახულების მიღება მოხერხდა, რაც თავის მხრივ, მეცნიერებს კანიონის ზომების დადგენაში დაეხმარა.
არგოს ხილული ნაწილი 300 კილომეტრზე ვრცელდება, ხოლო მეორე მხარეს შესაძლო გავრცელების გამო ეს მონაცემი 700 კმ-დ არის შეფასებული. სიღრმე ზოგან 9 კილომეტრსაც აღწევს. შედარბისთვის, დედამიწის ყველაზე დიდი კანიონის სიგრძე 446 კილომეტრია, სიღრმე – 1,8 კმ. ასე რომ, მას მარსის მარინერის კანიონს თუ შევადარებთ, ხოლო კალთების სიმაღლეს, ურანის თანამგზავრ მირანდაზე არსებულ ღრმულს – ვერონა.

ასეთი დიდი კანიონები გაყინულ თანამგზავრზე როგორ შეიძლებოდა გაჩენილიყო? ქარონი საკმაოდ დიდია (პლანეტა-თანამგზავრის ზომების პირობაზე), ის ე.წ. პლანეტოშენადედიდან ვერ გაჩნდებოდა (პლუტონის ”გული” – ასტეროიდის ვარდნის შედეგი). ზომა და პლუტონთან სიახლოვე გრავიტაციული გამოჭერის ვარიანტსაც გამორიცხავს. რჩება თეორია შეჯახების შესახებ – სავარუდოდ, პლუტონის წინამორედი სხეული დიდი ზომის ობიექტს შეეჯახა, გამოტყორცნილი ფრაგმენტებისგან კი ქარონის ფორმირება მოხდა (მთვარის მსგავსად – ჰიპოთეზა გიგანტური შეჯახების შესახებ). თეორია შეჯახების შესახებ, ქარონის მთელ ზედაპირზე გადაჭიმული ბზარების გაჩენასაც ხსნის.

ახალი თეორიის მიხედვით, ქარონის ზედაპირის ქვეშ წყლის ოკეანე უნდა იყოს. თანამზგავრის სიმკვრივე 1,702 გრ/სმ-ზე, წყლისაზე ოდნავ მეტია. ალბათ, მისი წიაღის 50-70% კლდოვანია, ხოლო 50-30% კი გაყინული წყლისგან უნდა შედგებოდეს. თუ წიაღში საკმარისი სითბოა, ყინული შეიძლება გადნეს და ნადნობმა წყალმა ფხვიერ ქანებში გამოჟონოს, ზედაპირქვეშა ოკეანის ფომირებით. ქარონის გაცივებასთან ერთად, ეს ოკეანე იყინებოდა და ფართოვდებოდა, თანამგზავრის გარე ფენების აწევითა და დაბზარვით. მსგავსი რამ დედამიწაზეც დაიმზირება, ოღონდ შედარებით მცირე მასშტაბებში. ამ თეორიის მიხედვით, გაყინული ოკენა ზედაპირის ქვეშ თითქმის ყველგან უნდა იყოს გავრცელებული, ხოლო წიაღი საკმაოდ იდი ხანი ინარჩუნებდა მაღალ ტემპერატურას. ეს არც შეჯახების თეორიას ეწინააღმდეგება.
გაცილებით რთული ასახსნელია თბილი წიაღი. არსებობს მოსაზრება, რომ სითბოს წყარო შეიძლება იყოს რადიოაქტიური იზოტოპების დაშლის პროცესი. ამ თეორიის დასამტკიცებლად მეტი კვლევების ჩატარებაა საჭირო, თუმცა თვით ფაქტი გეოლოგიური აქტიურობისა საშუალებას გვაძლევს სხვაგვარად შევხედოთ მზის სისტემის პერიფერიაზე არსებული ციური სხეულების ფორმირებისა და ევოლუციის ისტორიას.
ქარონის აღმოჩენა
1978 წლის 22 ივნისს, ამერიკელი ასტრონომი ჯეიმს კრისტი, პლუტონის ფოტოგრაფიულ ფირფიტებს ათვალიერებდა, როდესაც რაღაც უცნაური შეამჩნია. მისი მიზანი ახალი თანამგზავრის აღმოჩენა საერთოდ არ ყოფილა – ის პლუტონის მოძრაობისა და ორბიტის უფრო ზუსტად განსაზღვრაზე მუშაობდა. ფოტოებზე კი პლუტონი ზოგიერთ შემთხვევაში თითქოს ოდნავ წაგრძელებული ჩანდა. იგივე ეფექტი მეორდებოდა ძველ ფირფიტებზეც.
კრისტიმ და მისმა კოლეგამ, რობერტ ჰარინგტონმა, მალევე ივარაუდეს, რომ პლუტონის გვერდით შესაძლოა პატარა თანამგზავრი ყოფილიყო. წაგრძელებული ნაწილი პლუტონის სხვადასხვა მხარეს ჩნდებოდა და მისი ცვლილების პერიოდი დაახლოებით 6,4 დღეს შეადგენდა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მინიშნება იყო, რადგან სწორედ ამდენი დრო სჭირდება პლუტონს საკუთარი ღერძის გარშემო ერთი ბრუნის შესასრულებლად. ძველი ფოტოების დამატებითმა ანალიზმა მათი ვარაუდი კიდევ უფრო გაამყარა და 1978 წლის ივლისში აღმოჩენა ოფიციალურად გამოცხადდა.
ახალ ობიექტს თავდაპირველად დროებითი აღნიშვნა 1978 P 1 მიენიჭა, მოგვიანებით კი მას ქარონი ეწოდა. სახელის არჩევას საინტერესო ისტორია აქვს: კრისტის მეუღლეს, შარლენს, მეტსახელად „ჩარს“-ს ეძახდნენ, ხოლო ბერძნულ მითოლოგიაში ქარონი არის მენავე, რომელსაც მიცვალებულთა სულები ქვესკნელში, მდინარე აქერონზე გადაჰყავს. პლუტონი კი რომაულ მითოლოგიაში ქვესკნელის ღმერთია.
ქარონის აღმოჩენამ პლუტონის შესახებ ჩვენი წარმოდგენა მნიშვნელოვნად შეცვალა. აღმოჩნდა, რომ ეს უბრალოდ პატარა, მარტოხელა ობიექტი არ იყო. ქარონი ზომით პლუტონის ნახევარია და მათი მასების თანაფარდობა იმდენად დიდია, რომ ორივე სხეული საერთო მასათა ცენტრის გარშემო მოძრაობს. სწორედ ამიტომ პლუტონი და ქარონი ხშირად ორმაგ სისტემად განიხილება (დედამიწა-მთვარის მსგავსად)
მათ კიდევ ერთი ძალიან საინტერესო თავისებურება აქვთ: ორივე ყოველთვის ერთი და იმავე მხარეს უჩვენებს მეორეს. შესაბამისად, პლუტონის ზედაპირიდან ქარონი ცაზე პრაქტიკულად ერთსა და იმავე ადგილას დგას და არც ამოდის და არც ჩადის.
2015 წელს, NASA-ს კოსმოსურმა აპარატმა „ნიუ ჰორაიზონსი”, ქარონი ახლოდან გადაიღო და აღმოჩნდა, რომ ის ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე 1978 წელს, დედამიწიდან მიღებული პატარა ბუნდოვანი ფოტოს მიხედვით შეიძლებოდა წარმოგვედგინა. მის ზედაპირზე ჩანს უზარმაზარი კანიონები (”მარსის” კანიონი ქარონზე), მთიანი რეგიონები, ღრმა ნაპრალები და სხვადასხვა ფერისა და წარმოშობის გეოლოგიური სტრუქტურები.
საბოლოოდ, ჯეიმს კრისტის მიერ 1978 წელს ფოტოზე შემჩნეული პატარა „კუზი“ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა გამოდგა პლუტონის კვლევის ისტორიაში. ერთი შეხედვით უმნიშვნელო ფოტოგრაფიულმა თავისებურებამ მეცნიერებს საშუალება მისცა, მზის სისტემის კიდეზე სრულიად ახალი და ძალიან უცნაური ორმაგი სისტემა აღმოეჩინათ (ქარონი და პლუტონის პატარა მთვარეები; პროგრამა ”ნიუ ჰორაიზონსი”).